Сообщения

სიჩუმის ზღვარი

   საკუთარ არსებაში ხეტიალით, გრძნობებისა და შეგრძნებების შესწვალით, გათავისებით, მართვით სულისა და გონების მორჩილებით, ენის წვერზე მომდგარი სიტყვების უკუგდებით, სიბრაზის დახშობით, შეკავებული ცრემლით, ართქმული სათქმელით...   სიჩუმის ზღვარი...    ზღაპრების შეთხზვა რალური თუ გამოგონილი ამბებით საუკეთესო საშუალებაა წარსულის მოგონებებთან ერთად შეინარჩუნო ფანტაზიის უნარი.         უძილობით სახე დასიებული შუახნის ქალბატონი თავის პატარა შვილს რომელიც გვიან ასაკში გააჩინა ეზოში უხალისოდ ასეირნებს. სახეზე აწერია დაჯდომის ან დაწოლის გაუსაძლისი  სურვილი რომელსაც მხოლოდ თავისი პატარა ვაჟის გამო უკუაგდებს და მოთმინებით ებრძვის სხეულისა თუ სულის დაღლილობას. გარემოს ყურდღებით ათვალიერებს და ამით დანაკლისის თუ ინტერესის არეალს ივსებს. ალბათ დედაჩემიც ასე იქცეოდა.       დედა მაგიდასთან ზის და სააღდგომო პასკის ცომს ამუშავებს. მთელი მონდომებით, სიყვარულით და ღიღინით ეპყრომა მას. თითქოს ეფერება, სასიამოვნო სანახავია მისი ადრენალით აღსავ...

კატა :) :) :)

Изображение
   ღამეული ფიქრებიდან ჯერ კიდევ გამოურკვეველს, ჩემი დის საზიზღარი კატა ფეხებქვეშ თავისი გაფუებული კუდის ხახუნით მთელი დღის განწყობას სახე მონგრული იერსახით მაწყებინებს. არ მიყვარს ცხოველები, განსაკუთრებით კი კატები. -მოაშორე აქედან ეს კატა, რამდენჯერ გთხოვო. გავძახი საპირფარეშოში შესულ ანას. -ნერვოზი გაქვს. ისმის შიგნიდან აუღელვებელი ტონი. ცარიელი ყავის კოლოფს სინანულით დავცქერი და მახსენდება რომ უკვე მეხუთე დღეა ყავის ყიდვა მავიწყდება.  აივანზე გავდივარ და გამოსაფხიზლებლად სხეულის გრეხვას ვიწყებ. ავტომობილებით გადაჭედილ ეზოს დაშლილი ნაწილების ნაგავსაყრელის იერი უფრო აქვს ვიდრე კორპუსის ეზოსი.  კარზე ზარია.  უხალისოდ მივდივარ და გზად საფულეს ვიღებ,  კარს ვაღებ, მეზობელს ვუღიმი და ქირის  ფულს  ვაწვდი. -დამინახეთ?  ამბობს და თან ფულს ითვლის. -არა, მაგრამ დღეს 10 რიცხვია. ვამბობ ღიმილით შემდეგ კი ვამატებ.  სხვა ვერავინ იქნებოდა ამ დილა ადრიან თუ არა თქვენ. სათვალეს ისწორებს და გვერდით კარებში  უჩინარდება. პირსახოცშემოხვეული ჩე...

ის დღე

ფოტოზე გამოსახულ შუახნის ქალს ვუყურებ,  ცისფერი მანათობელა თვალები, პირდაპირ მიცქერენ, იღიმიან და ამავდროულად ტირიან, წითლად შეფერილ გუგებში კიდევ უფრო მეტად ჩანს ცისფერი ფერის სიკაშკაშე. სქელი ტუჩითა და პატარა ცხვირით ქალურ სილამაზეს ასხივებს. ქერა თმა დაუდევრად შეუკრავს და მისი ჩამოშლილი ბოლოები მხრებზე ლამაზად ეფინება, თხელ სხეულს თეთრი გამჭვირვალე კაბა უმშვენებს.  კადრში სხვა ადამიანებიც ჩანს, უფრო სწორად მათი კმაყოფილი მზერა, ფირზე ასახული ქალის ცქერით გამოწვეული ვნებათაღელვა.    კედელზე დაკიდებული საათიდან გუგულმა შუაღამის 12 საათის დადგომა მამცნო,  წვიმა გამალებით ესხმის თავს ფანჯრის მინებს,  ქარი კი ადვილად აღწევს სიძველისგან სიმყარე დაკარგულ კარებში. ბუხარში ცეცხლი მინავლებულია მაგრამ ოთახში მაინც თბილა.  სანთლის შუქზე ვმეცადინეობ.  დასკვნითი გამოცდებისთვის ვემზადები,  თვალებს რული ედება მაგრამ თავს ძილის საშუალებას არ ვაძლევ.  გვერდითა ოთახიდან ჩემი პატარა ძმის ხმა მესმის. -დედა მეშინია. -აქ ვარ. მოდი დავიმალოთ,  ეუბნ...

ილუზია

Изображение
როდესაც ყოველდღიურობის ილუზია ნარევი ვარდისფერი სათვალე მოვიხსენი და ჩემი ქვეცნობიერის იდუმალებას გარეთ გამოსვლის საშუალება მივეცი,  სწორედ მაშინ ვიგრძენი უმექმედობით გამოწვეული სასიამოვნო ნირვანა. ხმაურიან  ყოველდღიურობას გამოთიშული, სულის სიცარიელე იდუმალი შეგრძნებით მივსებდა მთელ სხეულს. ვიწექი საწოლზე და ჰადესის სამეფოში მოფარფატე სრულ ნეტარებაში ჩაძირული, ღიმილით ბაგე გაპობილი ირგვლივ გამეფებული სიჩიმის აღქმით ვტკბებოდი. შეგრძნება მანამ გასტანდა სანამ გარშემო მყოფები ჩემში ხელების ფათურს დაიწყებდნენ, ამიტომაც ამ სიამოვნების გასაგრძელებლად წამის გაჩერება მესაჭიროებოდა.  ნეგატიური დღე...  ჩემი ქვეცნობიერი მოითხოვდა რომ ამ წამს ასეთი ვყოფილიყავი და ცნობიერი  შეძლებისდაგვარად ემორჩილებოდა. ეს იყო წამი, ნეტარი წამი, უმიზეზოდ წარმოქმნილი დუმილის მთელი დღე. სასიამოვნოდ გაჯერებული, დასვენებული ტვინის აქტიური უჯრედების პასიურ მდგომარეობაში ყოფნა. არასოდეს ვყოფილვარ ასე კარგად. არ ხარ ათას ნიღაბს ამოფარებული მაიმუნი, ადამიანი ხარ...     ხვალ რა იქნება? რ...

მე მინდა თამაში

       შეშლილი გრძნობების განგაში , აჭრილი გონების პარპაში , შექმნილი ვნებების თამაში , დასრულდა , დღეს , ნუღარ დამაცდი . ზრდასრული ბავშვების ვაება , შეცდომით მოკლული ღვთაება , შენია ყოველი ზმანება , სატანა მახეში გაება . სიტყვათა თამაში , ვნებათა პარპაში , ღვთაება , განგაში , დღეს მინდა თამაში . წარსული ზმანება , დღეს მოაქვს ვაება , წარსულში ჩაება , დღე ვეღარ გაება . სიტყვათა თამაში , დღეს მინდა კვლავ ტაში , მე მინდა განგაში და შენთან თამაში .

მოჩვენება

შენი მონატრება უკვე მენატრება თვალი მეხუჭება, თვალწინ მეჩვენება, შენი სიყვარულით მუდამ მეღიმება შენთვის მოპარული სუნთქვა მეპარება. შენი გაფიქრებით გული მეპარება, სულში ჩამძრომია შემით ნეტარება, შენთვის მიცხოვრია რაც კი მიცხოვრია, შენში მიპოვია ჩემი მოჩვენება. შენზე ოცნებაში რული მომრევია, ჩემში მიბრძოლია, შენთვის მიტირია, შენი მონარება ისევ მენატრება, რისტვის მეჩვენება პატარა მოჩვენება.

მე შენ მიყვარხარ

Изображение
როცა ჩემთან ხარ  სითბო მავსებს, რული მერევა, და ძილმორეულს უმალ გზად შენი კოცნა მეწევა, თვალს არც კი ვახელ,მხოლოდ ყნოსვით შევიგრძნობ სიტკბოს, ხელს ჩაგჭიდებ და გულის ცემით გადმოგცემ სითბოს. მშვიდ სახეს ვიღებ, არ ვთამაშობ, მართლა მამშვიდებ, შენს გვერდით ვსუნთქავ, თვალს დავხუჭავ და ღმერთს ვადიდებ, შენგან წამოსულს ვნების მორევს ვებრძვი დრო და დრო, და რეალობა გამეშლება უცებ ზეგარდმო. თვალებს გავახელ შეშლილივით და ისევ შენ ხარ, მე დამესიზმრა უშენობა და ეს არ მინდა. არსად წახვიდე, დარჩი ჩემთან, ჩემთვის იცოცხლე, მე შენ მიყვარხარ, გაფრენამდე, ჩემო სიცოცხლე.