მე მინდა თამაში

      
შეშლილი გრძნობების განგაში,
აჭრილი გონების პარპაში,
შექმნილი ვნებების თამაში,
დასრულდა, დღეს, ნუღარ დამაცდი.
ზრდასრული ბავშვების ვაება,
შეცდომით მოკლული ღვთაება,
შენია ყოველი ზმანება,
სატანა მახეში გაება.
სიტყვათა თამაში,
ვნებათა პარპაში,
ღვთაება, განგაში,
დღეს მინდა თამაში.
წარსული ზმანება,
დღეს მოაქვს ვაება,
წარსულში ჩაება,
დღე ვეღარ გაება.
სიტყვათა თამაში,
დღეს მინდა კვლავ ტაში,
მე მინდა განგაში
და შენთან თამაში.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სიჩუმის ზღვარი

სასიმინდე

კატა :) :) :)