ილუზია
როდესაც ყოველდღიურობის ილუზია ნარევი ვარდისფერი სათვალე მოვიხსენი და ჩემი ქვეცნობიერის იდუმალებას გარეთ გამოსვლის საშუალება მივეცი, სწორედ მაშინ ვიგრძენი უმექმედობით გამოწვეული სასიამოვნო ნირვანა. ხმაურიან ყოველდღიურობას გამოთიშული, სულის სიცარიელე იდუმალი შეგრძნებით მივსებდა მთელ სხეულს. ვიწექი საწოლზე და ჰადესის სამეფოში მოფარფატე სრულ ნეტარებაში ჩაძირული, ღიმილით ბაგე გაპობილი ირგვლივ გამეფებული სიჩიმის აღქმით ვტკბებოდი. შეგრძნება მანამ გასტანდა სანამ გარშემო მყოფები ჩემში ხელების ფათურს დაიწყებდნენ, ამიტომაც ამ სიამოვნების გასაგრძელებლად წამის გაჩერება მესაჭიროებოდა. ნეგატიური დღე... ჩემი ქვეცნობიერი მოითხოვდა რომ ამ წამს ასეთი ვყოფილიყავი და ცნობიერი შეძლებისდაგვარად ემორჩილებოდა.
ეს იყო წამი, ნეტარი წამი, უმიზეზოდ წარმოქმნილი დუმილის მთელი დღე. სასიამოვნოდ გაჯერებული, დასვენებული ტვინის აქტიური უჯრედების პასიურ მდგომარეობაში ყოფნა. არასოდეს ვყოფილვარ ასე კარგად. არ ხარ ათას ნიღაბს ამოფარებული მაიმუნი, ადამიანი ხარ...
ხვალ რა იქნება? რა მნიშვნელობა აქვს... საუკეთესო შემთხვევაში ისევ გავიკეთებ ილუზია ნარევ ყოველდღიურობის ვარდისფერ სათვალეს. - და შენ რას იზავ?...

Комментарии
Отправить комментарий