მე შენ მიყვარხარ



როცა ჩემთან ხარ  სითბო მავსებს, რული მერევა,
და ძილმორეულს უმალ გზად შენი კოცნა მეწევა,
თვალს არც კი ვახელ,მხოლოდ ყნოსვით შევიგრძნობ სიტკბოს,
ხელს ჩაგჭიდებ და გულის ცემით გადმოგცემ სითბოს.
მშვიდ სახეს ვიღებ, არ ვთამაშობ, მართლა მამშვიდებ,
შენს გვერდით ვსუნთქავ, თვალს დავხუჭავ და ღმერთს ვადიდებ,
შენგან წამოსულს ვნების მორევს ვებრძვი დრო და დრო,
და რეალობა გამეშლება უცებ ზეგარდმო.
თვალებს გავახელ შეშლილივით და ისევ შენ ხარ,
მე დამესიზმრა უშენობა და ეს არ მინდა.
არსად წახვიდე, დარჩი ჩემთან, ჩემთვის იცოცხლე,
მე შენ მიყვარხარ, გაფრენამდე, ჩემო სიცოცხლე.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სიჩუმის ზღვარი

სასიმინდე

კატა :) :) :)