უბრალოდ
თბილისის გარეუბნის რომელიღაც ქუჩას, რომლის სახელიც არ მახსოვს ჩუმად მივუყვებოდი. მზიანი ამინდი იყო, ყურსასმენი მეკეთა და lana del rey-ს რომელიღაც კომპოზიციას ვუსმენდი. თავდახრილი მივდიოდი, არც არაფერზე ვფიქრობდი, არც ის ვიცოდი სად მივდიოდი, უბრალოდ გზას მივუყვებოდი. ერთადერთი რაც მაწუხებდა ზურგჩანთის სიმძიმე იყო, მართალია მხოლოდ წიგნი და საფულე მედო მაგრამ მაინც უჩვეულოდ მძიმე მეჩვენებოდა. ქუჩა გადატვირთული არ იყო, შეიძლება ითქვას ხალხი საერთოდ არ მოძრაობდა, მხოლოდ გზის პირას გაჩერებული მანქანები და ერთიმეორის მიყოლებით ჩამწკრივებული აფთიაქები ხვდებოდა ჩემს მხედველობას, იდეაში კაფეს ვეძებდი, ყავის დალევა მინდოდა. ცხელოდა, სათვალის მიუხედავად მზე მაინც მჭრიდა თვალებს, უკვე ვატყობდი სული მეხუთებოდა. ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოსთან გაზეთების ჯიხური შევნიშნე, გაზეთების გამყიდველი მოხუცი მამაკაცი აღმოჩნდა რომელსაც სიძველისგან გახუნებული პიჯაკი ისე კოხტად მოერგო მოჩვარულ სხეულზე მომენტალური პატივისცემა დაიმსახურა ჩემში. ახლომდებარე კაფის მისამართი მიმასწავლა რომელიც დაახლოვებით 500მეტრში მდებარეობდა. მადლობის მოხდის მიზნით ერთი ჟურნალი შევიძინე, სახელისთვის არც დამიხედავს და გზა განვაგრძე.
დაახლოვებით 20წუთის შემდეგ კაფეც გამოჩნდა. მასში გამეფებული სიგრილე შესვლისთანავე საამოდ მოედო ჩემს გახურებულ სხეულს, თუმცა რამოდენიმე წუთი დამჭირდა სანამ მზისგან თვალებმოჭრილი მზერა ახალ შედარებით დაბალ შუქს შეეჩვეოდა. ჟღალთმიანი მიმტანი რომელიც თავზე მენიუთი ხელში დამადგა საღეჭ რეზინას დაუღალავად აქნევდა ყბებში. მენიუ არ ამიღია ისე ვუთხარი
-ერთი ლუდი. არადა ყავის დალევას ვაპირებდი.
-რომელს ინებებთ, მეკითხება ისე რომ ღეჭვისთვის თავი არ დაუნებებია.
-budveiser, ვეუბნები მოკლედ რომ მალე დამტოვოს მარტო.
ფურცელი ამოვიღე და ლუდის მოლოდინში წერა დავიწყე, უფრო სწორად ფიქრი რის შესახებ დამეწერა, რატომღაც თავში არცერთი ისტორია არ მომდიოდა ისეთი რის შესახებაც წერა ღირდა, ალბათ მზისგან გახურებული ტვინის უჯრედები ჯერ კიდევ არ იყვნენ მუშაობისთვის მზად.
-ინებეთ. მეუბნება ჟღალთმიანი გოგონა და ლუდის ბოკალს დაუდევრად მიდებს წინ, ბოდიშს იხდის და დაღვრილი ლუდის აწმენდას იწყებს, როგორც იქნა მარტო დამტოვა, ცივი ლუდი მოვსვი და ვიგრძენი როგორ გაიარა ყელშუ მისმა სასიამოვნო ტემპერატურამ და გემომ. ერთი წამით თვალებიც კი დავხუჭე. მერე სიგარეტს მოვუკიდე.
მოულოდნელად გონებაში თვალი იმ ადამიანების სიას გადავავლე რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ასე თუ ისე გარკვეულ როლს თამაშობენ. დავფიქრდი მათ განსხვავებულობაზე, რადიკალიზმზე ერთმანეთთან მიმართებაში, თუმცა ეს გასაკვირი არაა. მათ შესახებ წერას აზრი არ აქვს, ისეთს ვერაფერს დავწერ რაც მათ განაწყენებას არ გამოიწვევს, მე კი ძალიან მეზარება განაწყენების შემდგომი პერიოდი.. არ მიყვარს ქუჩაში სამოწყალოდ გამოსული ადამიანები. მახსოვს პირველ კურსზე ვიქნებოდი, უნივერსიტეტიდან ძალიან დაღლილი სახლში მივდიოდი, შეიძლება ითქვას ფეხებს ძლივს მივათრევდი, გაჩერებიდან სახლამდე სანამ მივიდოდი ხიდის ქვეშ უნდა გავმძვრალიყავი, ლიანდაგებზე ფეხით გადასვლა კი საშინლად არ მიყვარდა, ერთი სიტყვით გზას მივუყვებოდი მოულოდნელად კი წინ მაღალი, შეიძლება ითქვას ქალის სიმაღლისთვის შეუფერებლად მაღალი, შავებში ჩაცმული ქალი ამესვეტა, ჯერ შემეშინდა, მერე კი მისმა მოულოდნელად გამოჩენამ დამაფიქრა.
-დამეხმარეთ, მეუბნება და ჩენს წინ მუხლებზე ეცემა, შვილი დაკრძალე ერთი კვირის წინ, საფლავზე მისავლელი ფული არ მაქვს. წამოდგომაში დავეხმარე, სრულიად უანგაროდ ამოვიფხიკე ჯიბეები და უკანასკნელ თეთრამდე ხელში დაუფიქრებლად ჩავუდე. გზა განვაგრძე და თავს უმწეოდ ვგრძნობდი მთელი ამ უსამართლობის ფონზე. ალბათ ამ დღის შემდეგ 6 თვე მაინც იქნებოდა გასული როცა იგივე გზაზე მიმავალს, იგივე ქალბატონი, იგივე ქმედებითა და იგივე ტექსტით შემეფეთა... თვალები ამენთო, წამოდგომაშიც არ დავხმარებივარ ისე უსიტყვოდ ავუარე გვერდი. არაფერი არ მიგრძვნია, საერთოდ არაფერი. ამ დღის შემდეგ არ მიყვარს სამოწყალოდ გამოსული ადამიანები. "პროფესიონალი მათხოვრები"..
არ ვიცი რატომ, მაგრამ უეცრად ის ხე გამახსენდა რომელზეც ბავშობაში ავძრებოდი ხოლმე და საათობით ვუცქერდი მინდორში მონარნარე პირუტყვს. ხე რომელზეც ვსაუბრობ ჩემი სახლის უკანა ეზოში, რატომღაც ყველა ხისგან მოშორებით დაერგოთ, უცნაური ვიზუალი ქონდა, უცნაურად გადახლართული ტოტებით, უნაყოფო, მაგრამ ლამაზი. სწორედ ამ ხეზე მიყვარდა აძრომა და მდელოში მიმოფანტული პირუტყვის ცქერა. მომწონდა საქონლის დინჯი მოძრაობები, თითქოს ეზარებოდათ გადაადგილება. ბოლოს როცა ვესტუმრე სოფელს ეს ხე მოჭრილი დამხვდა, მიუხედავად ერთად გატარებული საკმაოდ დიდი დროისა მისი დაკარგვით ჩემი ემოციები რატომღაც არ აფორიაქებულა.
ამ ფიქრში ვიყავი როდესაც საშუალო სიმაღლის რიჟად თმაშეღებილი, სიფრიფანა გოგონა თავზე შემდეგი კითხვით დამადგა.
-შეიძლება აქ დავჯდე?
-რატომ აქ? თითქმის ყველა მაგიდა ცარიელია.
-მარტო ყოფნა არ მინდა. მეუბნება და ისე ჯდება ჩემს წინ პასუხსაც არ ელოდება.
-მე კი მარტო ყოფნა მინდა.
-სულ ცოტა ხნით დავჯდები.
-უკვე ზიხართ, ვეუბნები გაბრაზებული და წიგნის კითხვას ვიწყებ.
-რას კითხულობთ? ისე რომ წიგნის კითხვას თავს არ ვანებებ თითით სათაურზე მივუთითე. -"ისა კოიძოი-ეშმაკის მონოლოგი"
-კოაძოი. ვამბობ და წიგნს ვხურავ. შემიძლია რამით დაგეხმაროთ?
-უბრალოდ მარტო ყავის დალევა არ მინდოდა. რა ქვია? მეკითხება და პასუხის მოლოდინში ჩემი სიგარეტის კოლოფიდან დაუკითხავად ამოიღო ერთი ღერი სიგარეტი და ჩემივე სანთებელით მოუკიდა. ჩემს მიერ მოურიდებლად დასმული პირდაპირი კითხვის შემდეგ, კითხვის რომელიც შემდგომში მდგომარეობდა -მოსწონდა თუ არა ქალები, ოდნავ მღელვარე და მომღიმარი სახით მიპასუხა, ასე პირდაპირ ვერ გაქცემთ პასუხს თუ დრო გაქვთ ფინჯან ყავაზე დაგპატიჟებთ. საათს დავხედე, დრო მართლაც ბევრი მქონდა.
-კარგი, მხოლოდ მე ლუდს დავლევ. გამიღიმა და ჟღალთმიანი მიმტანი მოიხმო.
როგორც ჩვენი საუბრიდან დავასკვენი სულაც არ მოსწონდა ქალები მხოლოდ ბარში მარტო დაჯდომის და ყავის დალევის გადაულახავი კომფლექსით იყო შეპყრობილი. ჩვენი საუბარი უფრო მონოლოგს გავდა, დაუსრულებლად საუბრობდა დანგრეული პირადი ურთიერთობის შესახებ, მხოლოდ მაშინ ჩუმდებოდა საუბრით გამშრალი პირის ყავით გაგრილება თუ მოესურვებოდა. დაახლოვებით ნახევარი საათი ვისმინე ეს აუტანელი ტრაგიკული ისტორია შემდეგ კი საპირფარეშოში გავედი. იქედან დაბრუნებულს ჩემი მოსაუბრე წასული დამხვდა, ცოტა გამიკვირდა, მეც წასვლას ვაპირებდი და ანგარიში მოვითხოვე.
-გადახდილია, ისევ კიევის ღეჭვით მეუბნება ჟღალთმიანი გოგონა და სწორედ ამ დროს სმს მომდის.
საბარათე ოპერაცია: ბარათი: MC STANDARD
თანხა: 17.71 GEL
ხელმისაწვდომი: 348.62 GEL
გმადლობთ.
საფულე შევამოწმე, რა თქმა უნდა ყველა ბარათი ამოცლილი იყო. გამეცინა, მაინც კარგი გოგო აღმოჩნდა მერე რა რომ ჩემი ბარათით გადაიხადა, მთავარია გადაიხადა და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამაგდო. ჯიბე მოვიფხიკე სახლამდე მისასვლელი ხურდები მქონდა. კაფიდან გამოვედი, მზე უკვე გადასულიყო, ტრანსპორტი გავაჩერე და სახლში წავედი.
ალბათ ორი კვირა იქნებოდა გასული როცა მეტროში სრულიად შემთხვევით ამ გოგონას გადავაწყდი. დამინახა თუ არა წითლად შეეფაკლა ლოყები, გავუღიმე. მივუახლოვდი და ვკითხე.
-ყავა ხომ არ დაგველია?
-ბოდიში. მეუბნება თავდახრილი. არ ვიცი რატომ მოვიპარე შენი ბარათები.
-რა ბარათები? ვკითხულობ ისე თითქოს არაფერი მცოდნოდა.
-შენი ბარათები, მეუბნება არადამაჯერებელი ხმით.
-მართლა? მე კი მეგონა დავკარგე.
-რატომ არ ჩხუბობ, ასეთი მშვიდი როგორ ხარ, მეკითხება ცოტა არ იყოს ჩემი ქმედებით დაბნეული.
-წარმოდგენა არ მაქვს. ვპასუხობ და კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყავის დალევას, მხოლოდ ერთი პირობით.
-რა პირობით?
-ამჯერად შენი ბარათით გადაიხდი.

Комментарии
Отправить комментарий