კომა
უჩვეულოდ აფორიაქებული ღამის შემდეგ თვალს ვახელ, საათის გაგების მიზნით ტელეფონს დავცქერი და ჩემი ძმის რამოდენიმე გამოტოვებული ზარი ჩემს გამოუფხიზლებელ მზერას სადღაც ჰორიზონს იქეთ ყინავს, სარკისებრი თვალები წამებში ორთქლშეპარულ შუშად იქცევა, ყელში ბურთი მეჩხირება და სუნთქვა მიჭირს, საწოლზე ვჯდები და სუნთქვის ვარჯიშებს ვიწყებ, უჰაერობისგან მთქნარება მეწყება. ვერშეკავებული გაუაზრებელი ცრემლები თავად ცდილობენ გაუვალი გზის გაკაფვას და სამშვიდობოს გასვლასაც ჩემგან დამოუკიდებლად ახერხებენ. უკვე ვხვდები ჩემს თავს კარგი ამბავი არ ტრიალებს, სხვა შემთხვევაში ასე ადრიანად არ ააწიოკებდა ჩემი ძმა ტელეფონს. ვდგები, აივანზე გავდივარ, გაზაფხულის ნესტიან ჰაერს ღრმად ვუშვებ ფილტვებში. ნომერს ვკრებ და ვრეკავ. მათე ნავარჯიშები მაგრამ მაინც გაბზარული ხმით მპასუხობს.
-რა ჭირს. ვეკითხები ჯერ კიდევ ემოციებს კონტროლგაწეული.
-გაჟონვა დაემართა, ოპერაციას უკეთებენ. არ ინერვიულო კარგად იქნება. მპასუხობს მათე და ცდილობს დამარწმუნოს იმაში რისიც თავად არ სწამს.
-სად ხარ, მოვალ.
-არ გინდა, მასთან მაინც არავის უშვებენ. დაგირეკავ როგორც კი რამე ახალი იქნება.
-მათე.
-რა?
-არა, არაფერი.
-ნუ გეშინია, ამჯერადაც გამოძვრება. მეუბნება და ტელეფონს მითიშავს.
სამსახურის აუტანელ სასადილოში ცარიელი ჭიქით ხელში კედლებს მიღმა მზერა გადაკარგულს თამაშრომელი დარბაზში გაყოლას მთხოვს.
-ამ ქათამს სუნი აქვს. დანახვისთანავე სახეში მესვრის წყობიდან გამოსული მომხმარებელი ცელოფანში გახვეულ ქათამს, ძლივს ვახერხებ დაჭერას, უემოციო თვალებით მზერა გავუყარე ვეებერთელა სათვალის მიღმა დამალულ მობერებულ ცისფერ თვალებს და ქათამი ცხვირთან მივიტანე.
-ქალბატონო, ვეუბნები საოცარი მშვიდი ტონით, -არანაირი სუნი არ აქვს ამ ქათამს. ჩემს მშვიდ ხმას კიდევ უფრო გამოყავს ისედაც წყობიდან გამოსული კლიენტი.
-შენ აჭმევ ამას შენ შვილს?
-ამ ქათმის პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ ცუდად გეძინათ და დღეს დილით არ ხართ მისი სუნის ხასიათზე.
-როგორ ბედავ, ამბობს მოულოდნელობებით სახეცვლილი მომხმარებელი. დაცვას თვალით მისი გაყვანა ვანიშნე, იქაურობას უხმოდ ვტოვებ და საპირფარეშოში შევდივარ.
ცურვა არ ვიცი. ერთხელ მდინარის აჩქარებულმა დინებამ ჩემი სუსტი სხეული ხელიდან წაგლიჯა მამაჩემს და როგორც ბურთი ისე მაგორავა ხან ფსკერზე ხანაც ზედაპირზე, ძლივს დამიხსნეს გაავებული წყლის ნაკადიდან. სული როგორც კი მოვითქვი მაშინვე ვთქვი.
-არასოდეს ვისწავლი ცურვას, არც მისწავლია. საკუთარი სახელის გაგონებამ რეალობაში დამაბრუნა, სარკეში არეული მზერის დალაგებას შევეცადე, პირზე წყალი შევისხი და გარეთ გამოვედი.
-რა ხდება? ვეკითხები საპირფარეშოს კართან ჩემ მომლოდინე თანამშრომელს.
-უფროსი გეძებს. ოთახში შევედი თუ არა უფროსმა რომელიც მეგობარი უფრო იყო ვიდრე ჩემი უფროსი სახლში წასვლა მთხოვა.
-ცუდად აისახება შენი პირადი განცდები მომხმარებლებთან მიმართებაში. ხმა არ გავეცი ისე ავიღე ჩანთა და გარეთ გამოვედი. სახლში წასვლა არ მინდა, ისედაც აფორიქებულ ოჯახის წევრებს ჩემი დანახვა კარგს ვერაფერს მოუტანთ. ჩემ ძმას ვურეკავ, საავადმყოფოს მისამართს ვგებულობ, ტაქს ვაჩერებ, ფეხები უკან მრჩება, გულის ცემას ვერ ვიმორჩილებ და ეს ნერვული უჰაერობა საერთოთ მგუდავს.
ყველაზე მეტად იმ ისტორიის გახსენება უყვარდა როდეს ჯერ კიდევ ჩვილს ლისის ტბაზე დილის ჰაერის ჩასაყლაპად და დედაჩემის ცოტა დასამშვიდებლად მასეირნებდა. მოყოლის ყოველ ჯერზე ერთნაირი ეიფორიით იხსენებდა თუ როგორ დაესხნენ მოულოდნელად თავს მაწანწალა ძაღლები, როგორ ვყავდი თავს ზემოთ აწეული და როგორ იგერიებდა ფეხებით მოიერიშე ძაღლებს. კიდურების სრული დასახიჩრების მიუხედავად ბედნიერი იყო ჩემი უნაკაწრო გადარჩენის გამო. საავადმყოფოში შევდივარ, ნაცნობ სახეთა შემბრალებლურ მზერას რომელსაც შესვლისთანავე მაგებებენ თვალს ვარიდებ და ჩემი ძმის პოვნას ვცდილობ. აი ისიც, თავლებდახუჭული ფოიეს კუთხეში კედელზე მიყრდნობილი ისე გამოიყურება გეგონებათ 10წლით მაინც დაპატარავებულიყო. არავის მივესალმე, მისკენ წავედი და უხმოდ დავდექი მის გვერდით.
-მაინც მოხვედი, მეუბნება ისე რომ თვალს არ ახელს.
-რას ამბობენ? ვეკითხები და პასუხის მოლოდინში ნერვულად ვიწყებ თითების ტკაცუნს.
-კომაშია, არ იციან გონს როდის მოვა.
-საერთოდ არის შანსი გონს მოსვლის.
-არ იცნობ მამაშენს? მეუბნება ჩვეული ღიმილით. ამასაც გაუძლებს. მეც მეღიმება და ვგრძნობ რომ სხეული ჩვეულ ნორმას უბრუნდება.
თუ არ ჩავთვლით ვიზუალს რომელიც ასაკის მატებასთან ერთად მკვეთრად მიმსგავსებულია დედის ვიზუალთან ოჯახის არცერთ წევრთან საერთო არაფერი გამაჩნია. ჩემი ტვინი მათგან სრულებით საწინააღმდეგო მდგომარეობაში იმყოფება. ინტერესების არცერთი საერთო სფერო... რთულია იპოვო შენი მიმსგავსებული ადამიანები. ფოიეში ნაცნობთა დაუსრულებელი მიმოსვლა ფიქრის საშუალებას არ მაძლევს, ვაკვირდები მათ სახეებს და ვცდილობ გულწრფელი ემოციების დაჭერას. ექიმი გამოდის. სრული ირონია.
-აქ რას აკეთებ? მეუბნება თეთრ ხალათში გამოწყობილი, ცხვირზე უზარმაზარი სათვალე დადებული ხანში შესული ამჯერად უკვე დაშოშმინებული დილანდელი ქათმის სუნით გაღიზიანებული ექიმი. მინდა გავქრე, თუმცა ეს შეუძლებელია, უკანასკნელ ძალას ვიკრებ და ვპასუხობ.
-მამაჩემს ოპერაცია თქვენ გაუკეთეთ?
-ალბათ ვერ გადარჩება. მეუბნება პირდაპირ. ჩემი ძმის ხელს მხოლოდ იმიტომ ვეყრდნობი რომ თავში მოწოლილი სისხლი გონებას მაკარგვინებს. ექიმის გამოცდილ მზერას ეს არ ეპარება, ხელს მაშველებს და კაბინეტში შევყავარ. დამამშვიდებელს უხმოდ ამზადებს, მაწვდის და ჩემს წინ ჯდება. სათვალეს იხსნის და მხოლოდ ახლა ვხედავ დოდრონ ცისფერ თვალებს რომლებსაც ბევრი უნახავთ.
-უკეთ ხარ?
-დიახ, მადლობა. ვამბობ და აკანკალებული ხელით ჭიქას ვუბრუნებ.
-რამდენი წლის ხარ. მეკითხება მამაჩემის ექიმი.
-25
-ყოველთვის ასე იქცევი მომხმარებლებთან?
-არასოდეს.
-ეს კარგია, ამბობს ის და სკამის საზურგეს ეყრდნობა. -გინდა მამაშენი ნახო?
-არა. ვპასუხობ და ადგომას ვცდილობ.
-იჯექი, მეუბნება ხმაში სიმკაცრე შეპარული. დაისვენე.
თუ კი ფირად ქცეულ ჩემი წარსულის ფრაგმენტებს გადავხედავთ რთულად აღსაზრდელი ბავშვი სულაც არ ვიყავი, პირიქით იმდენად ვიყავი საკუთარ გამოგონილ სამყაროში ხეტიალით დაკავებული ხშირად ავიწყდებოდათ ჩემი არსებობა. კომაში ორი კვირის ყოფნის შემდეგ გადავწყვიტე ერთხელ მაინც შევსულიყავი მის პალატაში. მისი გარდაქმილი სხეულისა და სახის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა ნაცნობი ნაკვთების დაჭერა. მილები რომლებიც მისი სხეულის თითქმის ყველა მონაკვეთს ჩემთვის გაურკვეველი მაგრამ მისთვის საჭირო მედიკამენტებით ავსებდა მომაკვდავი მამაჩემის ორგანიზმს, მის სხეულს კიდევ უფრო შესაბრალის შესახედაობას ძენდა. დიდი ხნის შემდეგ პირველად წარმოვთქვი ლოცვა და მის ხელს შევეხე. ცივია, ძალიან ცივი. ამ შეხებით ვერ ვიგრძენი ორი ადამიანის სხეულის შეხება. თითქოს ყინულის ნატეხს შევეხე და არა ადამიანს. ის არ სუნთქავდა, მხოლოდ მისი აპარატი სუნთქავდა. ექიმი შემოდის.
-ალბათ ამ ღამეს ვერ გასტანს. ამბობს უსასრულობაში და არა ჩემი მისამართით. უკანასკნელად ვეხები მამის სხეულს და წამლის სუნით აქოთებულ პალატას უხმოდ ვტოვებ. ლიფტს გვერდს ვუვლი და კიბის საშუალებით დაბლა ჩასვლას ვცდილობ. ჰაერი მჭირდება, ბევრი ჰაერი. როგორც იქნა კარებში გავდივარ და საღამოს თბილ ჰაერს ვსუნქავ. ის ღამე მართლაც ვერ გასტანა.
საწოლზე ვწევარ, კედელზე დაკიდებულ ჩემი მშობლების ფოტოს ვუყურებ... ფიქრებში მოფარფატემ სრულიად მოულოდნელად ვიგრძენი თვალებზე დაწოლილი სიმძიმე როგორ მიმათრევდა ღამის წყვდიადში, დაქანცული სხეული ციხედ აღმართვოდა ყოფის აუტანლობით აფორიაქებულ სულს. როცა გამეღვიძა მზე უკვე კარგა ხნის ამოწვერილი იყო. ფიქრების დაჯამებას შევეცადე თუმცა ისიც ისეთივე უმნიშვნელო გამხდარიყო როგორც გუშინდელი საუზმე.

Комментарии
Отправить комментарий