ქაოსი
სამსახურის უკანა ეზოს კართან, ქვაზე ჩამომჯდარი ყავას ვსვამ და ჩემს წინ ტრადიციისამებრ დილიდან ალკოჰოლით გაბრუებული უბნის, უსამსახურო მამაკაცების დაუსრულებელი ყბედობა მესმის. ლურჯ და სტაფილოსფერ ფერებში გადაწყვეტილი მოპედი რომელიც რამოდენიმე დღეა ვიღაცას მავთულით სარეველა მოდებუდ კედელზე მიუმაგრებია ძალიან იქცევს ჩემს ყუადღებას, ვერასოდეს დავიჭირე მასთან მოფუსფუსე პატრონი რომ იმის შესახებ დავუსვა კითხვა თუ სად შეიძინა ეს ფერთა სრული გამა...
ბევრი საქმე მაქვს მაგრამ გულს რატომღაც ვერაფერს ვუდებ, არაფერი მაწუხებს, უბრალოდ ამინდია ისეთია ყველაფერი მეზარება. ივნისის მიუხედვად ცივი ამინდებია და ალბათ ამიტომაც ვარ ეს დღეები მოდუნებული. არ მიყვარს სიცივე. ამ კვირის ბოლოს ჩემი დაბადებისდღეა.. როგორ მეზარება..
დღეს აღმოვაჩინე რომ თითქმის ყოველთვის როცა ვწერ ბებიას ვიხსენებ. არასოდეს დავკვირვებივარ რომ მთელი ჩემი მეხსიერება თითქმის ყველაფერში სწორედ რომ მასთან ასოცირდება, თუმცა რეალურად ეს არ უნდა მაკვირვებდეს, ის ერთადერთი ადამიანი იყო რომელიც გამუდმებით ჩემს გვერდით ტრიალით მყარად არის ჩემს მეხსიერებაში გამჯდარი.
დედაჩემი ძალიან მკაცრი იყო, ზომიერება არ გააჩნდა და საოცრად ბევრს ითხოვდა ყველასგან. არ მახსენდება მისი სითბო, თუმცა ამაში მგონი თავადაც ძალიან ვგევარ. მისი არსებობიდან ყველაზე ხშირად ის მონაკვეთი მახსენდება სკოლაში მშობელთა კრებაზე სხვა მშობლებისგან განსხვავებით მხოლოდ ის რომ შემოვიდოდა ბეჭებში მოხრილი, სუსტი, უსუსური. უკანა მერხზე დაჯდებოდა კრების დაწყების მოლოდინში და მხოლოდ ზრდილობის გამო სცემდა სხვა მშობლების დასმულ კითხვებს პასუხს. სულ მიკვირდა მისი ეს უმწეო გამომეტყველება, თვალებში ჩამდგარი ტკივილი რომელიც სახეზე ასე მკვეთრად ემჩნეოდა, მაშინ წარმოდგენა არ მქონდა რომ ავად იყო.. მისი სამსახური ჩემი სკოლის გვერდით მდებარეობდა და თითქმის ყოველ დღე ერთად მოვდიოდით გრძელ გზაზე. მე ბავშური სიანცით დავხტოდი და ვსაუბრობდი, ის კი დინჯად, დაქანცული მოუყვებოდა ჩემი ჩანთით წელში მთლიანად მოხრილი გზას. ხმას იშვიათად იღებდა, საუბრის დიდი მოყვარული არ იყო, ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა. ახლო ურთიერთობა არასოდეს გვქონია ალბათ ამიტომაც მისი დაკარგვით გამოწვეული დანაკარგის აღქმა საკმაოდ გვიან მოხდა ჩემში.
სკოლა... რატომღაც ყველას ვუყვარდი, მაგრამ ამდენი წლის შემდეგაც ვერ დავასკვენი ეს ჩემი წარჩინებული სწავლით დავიმსახურე თუ იმით რომ ჩემი მშობლების შვილი ვიყავი. ყოველშემთხვევაში მათი სახელები რომ ჩემს ირგვლივ ხშირად ტრიალებდა ეს კარგად მახსოვს. ამ ბავშური მოგონებების მორევში ვტრიალებდი როდესაც მოპედის პატრონი როგორც იქნა გამოჩნდა. წვერებიანი ლურჯ მოსასხამში გამოწყობილი ყვითელ ჩაფხუტიანი ახალგაზრდა. ტანისამოსიც რომ მოპედის ფერებში ქონდა შეხამებული.. მინდოდა მეკითხა თუ სად შეიძინა ეს ყველაფერი მაგრამ ადგომა დამეზარა.. მზე ისევ არ ჩანს, საინტერესოა როდის უნდა დათბეს.
გამომდინარე იქედან რომ დიდი მიწის მფლობელები ვიყავით ბევრი სახის შინაური ცხოველი თუ ფრინველი იყო კარმიდამოს მოდებული. დედაჩემის საყვარელი შინაური არსებები პატარა, ტალახში ამოსვრილი იხვის ჭუკები იყვნენ, სულ მაოცებდა და ვერაფრით ვხვდებოდი რა მოსწონდა მათში.. ბებიას კი ყველაზე მეტად უყვარდა ყველა არსებულ ცხოველთან ერთად სადილობა, ეს ფაქტი მუდამ ჭკუიდან მშლიდა. ყველაზე დასამახაოვრებელი ის იყო ყოველ დილით მთელ სამეზობლოში მხოლოდ დედაჩემი რომ მიემართებოდა ფრთხილი მოძრაობით კოხტად გამოწყობილი სამსახურისკენ, სხვა მისი თანატოლები კი პირუტყვის საძოვარზე გარეკვით იყვნენ ამ დროს დაკავებულნი. მახსოვს ძალიან ვამაყობდი მისი გამორჩეულობით. ჩემს მეხსიერებას ნათლად შემორჩა ის დღე როცა დედაჩემი საბოლოოდ მიეჯაჭვა საწოლს, მაგრამ ახლა ამ ამბის მოყოლას ნამდვილად არ ვაპირებ, ან რა არის მოსაყოლი, ტკივილისაგან როგორ კიოდა და როგორ ცდილობდნენ მისი სხეულის საწოლზე გაკავებას, სოფრიფანა სხეულის მიუხედავად არაამქვეყნიური ძალით შეპყრობილს საწოლში გასაჩერებლად დოზაზე მეტ გამაყუჩებელს რომ უკეთებდნენ? ნამდვილად არ ღირს ამაზე საუბარი... მეშვიდე კლასში ყოფილა როცა მამა შეუყვარდა, შვიდწლიანი რომანის შემდეგ ოჯახიც შექმენს. მათი სიყვარული როგორც გადმოცემით ვიცი ლეგენდად ქცეული ურთიერთობა იყო. ყველასათვის მისაბაძი წყვილი... თუმცა ყველაფერი წარმავალია.
კვირაზე მეტია დაბალი სიცხე მაქვს, ჩემი სიფრიფანა სხეული ამინდის ყოველ წამს ცვლილებას ვერასოდეს უძლებდა.
ვუყურებ ჩემ წინ ალკოჰოლით თითქმის სრულიად გონდაკარგულ მამაკაცებს და მათ ოჯახებზე ვფიქრობ, ალბათ ეყოლებათ, ცოლები და შვილები თუ არა მშობლები ხომ მაინც ეყოლებათ. ალბათ ძალიან რთული უნდა იყოს მთელი დღე მთვრალი, უსაქმური 40წლის შვილის ცქერა, ხელებში რომ შემოგცქერის და შენ 80წლის მშობელს სიგარეტისა და სასმლის ფულს გთხოვს. შენ კი რა თქმა უნდა აძლევ, საიდან, როგორ, რა მნიშვნელობა აქვს, შვილია და როგორი უვარგისიც არ უნდა იყოს რაც შეგიძლია და არ შეგიძლია ყველაფერს აკეთებ მისთვის.
ბაბუაჩემი მდიდარი კაცი იყო მაგრამ ცოლისა და შვილებისგან ჩერდაკში გადამალული ფული ისე დაულპა არასოდეს არაფერში გამოუყენებია..
ტელეფონი დილიდან არ გაჩერებულა, რამდენი საქმე მაქვს მე კი როგორ მეზარება ყველაფერი. ამინდი მაინც გამოვიდეს. ძვლები გამეყინა, არადა შუა ივნისია.
იმ პატარა ქალაქის ფონზე სადაც გავიზარდე ძალიან აქტიური ბავშობა მქონდა. ამაში დედაჩემს უდიდესი წვლილი მიუძღვის. თეატრი, სიმღერა, ცეკვა, დაკვრა, ყველა არსებულ წრეზე დავყავდი, ხელოვნების ყველა დარგს მომარგო თუმცა პროფესიად არცერთი მათგანი არ ამირჩევია. მეოთხე კლასში ვიქნებოდი რუსულის მასწავლებელმა განაყოფ ჯგუფში ცარცის მოსატანად გამიშვა, გაკვეთილები მსვლელობოს პროცესში იყო და დერეფნნებში სრული სიმშვიდე ბატონობდა. ჩემი ჯგუფის განაყოფი მესამე სართულზე მდებარეობდა თავად კი მეორე სართულზე გახლდით. კიბეებს ავუყები და კიბის ბოლოს უფროსკლასელი ბიჭი შემეფეთა, ახლაც ნათლად მახსოვს მისი რაღაცნაირი გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი უხეში სახის ვიზუალი, შავი შარვალი და ასევე შავი მაისური ეცვა. ეს ის პერიოდი იყო ბიჭები შავ ფერს რომ პრიორიტეტს ანიჭებდნენ. ცოტა უსიამოვნო განცდამ შემიპრო მის დანახვაზე მაგრამ გზის გაგრძელება განვაგრძე. როცა გვერდით ავუარე მოულოდნელად ყურში ძალიან ხმამაღლა ჩამყვირა, შიშისგან ფეხი ამიცდა და კიბეზე დავგორდი, ის კი იდგა და სულის შეხუთვამდე იცინოდა. წამოვხტი და საკლასო ოთახისკენ კისრისტეხვით გავიქეცი.
-ცარცი არ ქონდათ. ვამბობ ოთახში შესვლისთანავე და ჩემი მერხისაკენ მივდივარ, თან ვგრძნობ რომ ცოტაც და ცრემლებს ვეღარ შევიკავებ. ჩემი მასწავლებელის მახვილ თვალს არ გამოპარვია ეს ეიფორია.
-რამე მოხდა? მეკითხება, კარს აღებს და გარეთ იხედება.
-არაფერი, ვპასუხობ და ვოცნებობ კიდევ რამე არ მკითხოს, ხმა უკვე შესამჩევად გაბზარული მაქვს. საბედნიეროდ თავს მანებებს და გაკვეთილის ახსნას აგრძელებს. ეს დღეს ძალიან ცუდად მახსოვს, დიდი დრო დამჭირდა რომ შიში და დამცირება რაც მაშინ გადავიტანე თავიდან მომეშორებინა.
ამ ფიქრებში წასული კატების დუელმა გამომაფხიზლა. არ ვიცი ერთმანეთში რის გაყოფას ცდილობდნენ მაგრამ ფაქტი იყო ერთმანეთისთვის დათმობას არ აპირებდნენ. ფეხებთან ქვას დავწვდი და მათკენ ვისროლე. სამივე სხვადასხვა მხარეს გაიქცა. მზე ისევ არსად არ ჩანს ვფიქრობ თავად ხომ არ მივახატო ცას რომელიმე კუთხეში. ტელეფონი ისევ რეკავს. პასუხის გაცემა მეზრება მაგრამ მაინც ვპასუხობ. სრული ქაოსია.

Комментарии
Отправить комментарий