ნანა
დღეს დილით, როდესაც სამსახურისაკენ ფეხით მიმავალი მუსიკას ვუსმენდი, მიუხედავად გადასარევი ამინდისა და კარგი გამოძინებისა სხეულის სრულ მოდუნებასა და უხასიათობას ვგრძნობდი. გზას მივუყვებოდი და მოულოდნელად გამახსენდა "ნანა"
ამჟამინდელ ჩემს სამსახურში ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა და გარეთ ჭუჭყიან ვიტრინაზე განცხადება მქონდა გამოკრული (გვესაჭიროება დამლაგებელი). თანამშრომელმა დამიძახა გკითხულობენო, გავედი, 50წელს გადაცილებული მამაკაცი მელოდა, მაღალი, გამხდარი, მზისგან გაუხეშებული და გარუჯული კანით, მისი სტაფილოსფერი მაგრამ ჭუჭყისაგან გაშავებული ფორმით მაშინვე მიხვდებოდით რომ მეეზოვე იყო, თავისი 23 წლის შვილისთვის სამსახურს ეძებდა და განცხადების აღმოჩენის შემდეგ თხოვნით მომმართა. ვუთხარი მოვიდეს გავესუბრები-მეთქი, ან რა გასაუბრება უნდა დამლაგებელს მაგრამ ეს ყველა არსებული ფორმალობის დაცვა ხომ მატრაკვეცა ქართველებს ჰობად გვაქვს ქცეული. თვალებანთებული დატოვა შენობა მე კი გავიფიქრე
- ნუთუ 23 წლის გოგოს დამლაგებლობაზე მეტი ამბიცია არ გააჩნია, მერე რა რომ მამა მეეზოვეა, მხრები ავიჩეჩე და საქმეს მივუბრუნდი.
მეორე დილით ნანაც მოვიდა, ოთახში შევიყვანე, სკამი მივაწოდე და ვთხოვე მის შესახებ ცოტა რამ მოეყოლა, ნერვიულობდა, ხელები უცახცახებდა, ძალიან გამხდარი მოკლედ გაკრეჭილი გოგო იყო მაგრამ 23 წლისას კი არა 40წლისას გავდა ამან ცოტა დამაბნია მაგრამ ყველა ხომ არ გამოიყირება ასაკის შესაბამისად. გატანჯული სახე ქონდა, დანაოჭებული, სიფრიფანა კანის ქვეშ ყველა ძარღვი მკვეთრად ემჩნეოდა, დიდი თვალები მის სახეზე ისე გამოიყირებოდნენ გეგონებოდათ გზად მომავალმა ვიღაცას სპეციალურად გასაუბრებისთვის ეთხოვაო . ფერგადასული ჯინსი, უთასმო ფეხსაცმელი და სიძველისგან ფორმადაკარგული ნაქსოვი ჯემპრი ეს ყველაფერი საუცბათოთ თავმოკრულ ტომარას უფრო გავდა ვიდრე ტანისამოსს. მაჯა ისეთი წვრილი ქონდა მე რომელიც 50კილოს ძლივს ვიწონი ბევრად მსუქანი ვჩანდი მის ფონზე, ალბათ 30 კილოს იწონიდა ჯამში თავის ტანსაცმელთან ერთად. საუბარი როგორც კი დაიწყო მივხვდი რომ ყველა გარეგნულ "დეფექტტან" ერთად მეტყველების პრობლემაც ქონდა, სმენა დავძაბე რომ გამეგო რას ამბობდა თუმცა უშედეგოდ, ზრდილობის და ალბათ უფრო მის მიმართ გაჩენილი სიბრალულის გამო აზრად არ მომსვლია საუბარი შემეწყვეტინებინა, ვუყურებდი და წარმოდგენა არ მაქვს რას ვგრძნობდი. როცა საუბარი რომლიდანაც ერთი სიტყვაც ვერ გავიგე დაასრულა და ნერვიულად მოყვა ხელების სრესას გავუღიმე. მისი მოვალეობები მოკლედ ავუხსენი და სამსახურში ავიყვანე, თავიდან გაოცდა იფიქრა ვერ გავიგეო როცა მეორედ გავუმეორე აყვანილი ხარ და საქმეს მიხედეთქო თვალები აეცრემლა, ამან სულ შემშალა და მის წინაშე უსუსური გამხადა. გავიყვანე, დალაგებისთვის საჭირო ატრიბუტები ვაჩვენე და ვუთხარი ქურთუკი გაიხადე ხელს შეგიშლისთქო, შეჭოჭმანდა მაგრამ თავისი "უფროსის ნებას" მაინც მორჩილად დაყვა, ქურთუკი გაიხადა, ჩემთვის არც შემოუხედავს ისე აიღო ცოცხი და დარბაზში გავიდა.
მუხლებმა მიმტყუნა, თავბრუ დამეხვა და უცებ თავსდატეხილ სისუსტეს რომ არ წავექციე კედელს მივეყრდენი. კუზი რომელიც ბეჭებს შორის გასჩენოდა იმდენად დიდი იყო, იმდენად ამახინჯებდა მის ისედაც არასრულფასოვან სხეულს, სიბრალულს, შიშს და "ზიზღს" ერთდროულად იწვევდა ჩემში. გარეთ გავედი სუფთა ჰაერი უნდა ჩამესუნთქა...
სადღაც ერთი საათი შორიდან ვუყურებდი მის მოძრაობას, ცდილობდა ყველას გამოლაპარაკებოდა მაგრამ თანამშრომლები გაურბოდნენ. თუმცა ამას ალბათ შეჩვეული ყურადღებას არ აქცევდა და საქმეს აგრძელებდა. შემდეგ კი ზარი მონიტორინგის სამსახურიდან.
-"ეს ვინ არის, გაუშვი, ტეხავს ხალხი უყურებს" ხელები ისე გამეყინა თითებს ვეღარ ვგრძნობდი, გული ლამის იყო ამომივარდა, რამოდენიმე წუთი დამჭირდა სანამ ძალა ვიპოვე ჩემს თავში და ოთახში შემოვიყვანე.
-ნანა, შევეცადე საუბარი დამეწყო მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი, თვალებში ვერ შევხედე. ის კი ადგა ქურთუკი აიღო, შეწუხებისთვის ბოდიში მოიხადა და გასვლისას დააყოლა "ყოველთვის ასე ხდება" ღმერთი ყველას გადაუხდის სამაგიეროს და კარებში გაუჩინარდა. ვიჯექი ჩემთვის წყნარად, დაბნეული და ვგრძნობდი როგორ ჩამოგორდა ცრემლი სახეზე. სასწარაფოდ შევიმშრალე, პირზე წყალი შევისხი და მუშაობა განვაგრძე, თუმცა გულს ვერაფერს ვუდებდი, საკუთარი თავი შემებრალა, იმ ადამიანის აზრს დავყევი რომელიც ისიც კი არ ვიცოდი როგორ გამოიყურებოდა რადგან სატელეფონო საუბრის იქეთ არასოდეს გვქონია სხვა შეხება, იქნება თვითონაც ისე გამოიყურებოდა როგორც ნანა ან რატომ გადამიწყვიტა რომ გამეშვა. არ ვიცოდი ასე მარტივად რატომ დავყევი მის ზარს და ადამიანი რომელსაც ჩემზე მეტად ჭირდებოდა სამსახური მხოლოდ იმიტომ დავითხოვე რომ ვიღაცეებს და მათ შორის მეც მისი ვიზუალი საშინლად არ მოგვწონდა. რა საცოდავი ვარ. არაფრით განვსხვადები სხვებისგან, არაფრით გამოვირჩევი. არც კი ვეცადე მის დაცვას, ავდექი და გავუშვი.
მეორე დღესვე ახალი დამლაგებელი ავიყვანე და ნანაც მალე გადამავიწყდა. ალბათ მისი გაშვებიდან ერთ კვირაში ჩემი სამსახურის მოპირდაპირე მხარეს მამამისი შევნიშნე თავის განუყრელ ცოცხთან ერთად და თვალი ავარიდე, ის კი ისე დაჟინებით მიყურებდა სხეულის ტემპერატურამ ზღვარს გადააჭარბა. ამ შემთხვევის შემდეგ აღარც ის არ მინახავს.
ერთ საღამოს როცა რუსთაველის გამზირზე მეც ზუსტად ისე უმისამართოდ მივსეირნობდი როგორც ყველა ის დანარჩენი ადამიანი რომლებიც ფეხებში მედებოდა, მეტროს წინ გოგო შევნიშნე ტრაფარეტით ხელში "დამეხმარეთ" მინდოდა მცირედით დავხმარებოდი და ახლოს მივედი, თავდახრილი, ფეხმორთხმით იჯდა, ფული ამოვიღე და წინ დავუდე. ხალხი ისე ირეოდა თავი მოდათ ქცეულ, ჩვეულებისამებრ არაფრის მომცემ მიტინგზე მეგონა. მადლობის სათქმელად ამოიხედა მაგრამ სიტყვა შუაში გაუწყდა.
-არ მჭირდება თქვენი მოწყალება მეუბნება ნანა და ფულს უკან მიბრუნებს. რა საცოდავი ვარ გავიფიქრე და ისევ ხალხში ფავუჩინარდი...

Комментарии
Отправить комментарий