გადარჩენილები

დამფრთხალი, ფეხმოტეხილი  სკვინჩა, ფრთების უმწეო ფრთხიალითა და დაკიდებული ფეხის შესაბრალისი გათრევით სამშვიდობოს გრძელი გზის გავლას წრიპინით ცდილობს. თვალებში ჩამდგარი ხსნა რომელსაც გზის სიფართოვე უნერგავს მანძილის დამოკლებასთან ერთად ფერმკრთალდება და ხსნას უსუსურობა ანაცვლებს მის პატარა თვალებში. ფეხდაფეხ მივდევ მაგრამ არ ვჩქარობ,  ვიცი მისი დასახიჩრებული სხეული ვერ შეძლებს ჩემს ხელებს დაუსხლტეს. გსზის ვიწრო ბოლოში როცა გონია სამშვიდობოს გავიდა დაგებული ხაფანგის კედელს აწყდება და ოთხივე მხრიდან ხის გისოსები მომენტალურად ქმნის მის ირგვლივ ოთკუთხედ ციხეს.
-საბრალო, ამბობს ჩემი ძმა.
-კარგად კი მიირთმევ ყოველდღე ჩემს მიერ მომზადებულ ხორცს. წარბის აწევით ვეუბნები და გალიის კარებს ვხსნი.
-ხო მაგრამ ცოდოა, თავისთვის დაფრინავდა შენ კი სიცოცხლეს ართმევ და მისი მეშვეობით სტომაქს ივსებ.  ამბობს თვალცრემლიანი.
-სტომაქს?ეს სიტყვა სად წაიკითხე, ვეუბნები სიცილით და ჯერ კიდევ ცოცხალ სკვინჩას კისერს ვუგრეხ.
-არ მახსოვს, ამბობს და ზურგს მაქცევს.
-იცი რა, თუ ასე ძალიან გადარდებს სკვინჩის ბედი შეგიძლია თავად იზრუნო შენი კვების რაციონზე,  შევთანხმდით?
-ხო მაგრამ, როგორ?
-არ ვიცი რამე მოიფიქრე. ეზოში სამფეხზე მოთუხთუხე წყალში ჯერ კიდევ თბილი სკვინჩა ჩავაგდე და მისი ბუმბულისგან გათავისუფლებას შევუდექი.  თან მინდორში გაბოდიალებულ ჩემ ძმას თვალს არ ვაშორებ. გასუფთავებული სკვინჩა შამფურზე წამოვაცვი და შემწვარი ხორცის სუნი მალევე მოედო მოკლე რადიუს.
-მოდი, ჭამე დავუძახე პეპლების ზდევნით გართულ ლევანს.
-არ მინდა. ამბობს და თამაშს აგრძელებს.
-სულელი, ვფიქრობ ჩემთვის და ხორცს პალმის ფოთლებში მწერებისგან დასაცავად ვახვევ.
ბინდი ჩამოწვა. ჩემ ძმას თმებზე ვეფერები და ზღაპარს ვუყვები.
-როდის მოვლენ ჩვენს წასაყვანად. ამბობს სევდიანი.
-მოიწყინე?
-მომწყინდა სკვინჩის ხორცის ჭამა.
-მეგონა უბრალოდ გეცოდებოდა.
-მეცოდებიან მაგრამ, უფრო გული მერევა. მეღიმება.
-დაიძინე. ვეუბნები და ძილის იმიტირებას მხოლოდ იმოტომ ვაკეთებ რომ მალე დაიძინოს.
   კალენდარი არ მაქვს, არ ვიცი რა დღეა, ან რა რიცხვია, საათს მზის ჩრდილის საშუალებით დაახლოვებით ვანგარიშობ. ალბათ სამი წელი მაინც გავიდა რაც ადიდებულმა ზღვამ ჩვენი ზღვისპირას ლამაზად და მედიდურად მდგარი სახლი მიწას ერთი ხელის მოსმით მოწყვიტა და ნაფოტებაფ აქცია. არ ვიცი რა ბედი ეწია ჩემი ოჯახის დანარჩენ წევრებს,  მხოლოდ ის ვიცი რომ მე და ჩემი ძმა პატარა ფიცრის ნაფოტზე მწოლიარენი  დიდხანს გვათრია დინებამ წინ და უკან და საბოლოოდ დაუსახლებელ პატარა მიწაზე გაგვრიყა.  სიმწვანეში ჩაფლულ მიწის  აპ პატარა ნაგლეჯზე არაფერი ცხოვრობდა ფრინველების გარდა. სწორედ ამიტომ ვჭამდით ყოველ დღე სკვინჩას.  დასალევად წვიმის წყალს ვიყენებდით, ტანსაცმელი კი რომელიც გვეცვა უკვე სრულებით შემოძენძილი ძლივსღა ახერხებდა ჩვენი სხეულის დაფარვას. ჩემი ძმა სულ რაღაც 5წლის იყო როცა თავს ზღვის ტალღები მოულოდნელად დაგვატყდა.  ახლა უკვე 8ის არის, უფრო სწორად 8ის ხდება, თუ სწორად გამოვითვალე ხვალ მისი დაბადების დღე უნდა იყოს, უფრო სწორად ჩვენი, ორივესი. დამთხვევით თუ ღვთის ნებით დედამ ორივე 15 აგვისტოს გვშობა მხოლოდ 10 წლის სხვაობით. ამიტომაც მოუთმენლად ველი მის დაძინებას,  ძილის იმიტაცია მიზანს აღწევს და სულ მალე იმ უდარდელი და ბავშური სუნთქვით ვარდება ძილის სამყაროში რომელსაც არანაირი საზრუნავი არ გააჩნია გარდა იმისა რომ ჭამოს და დაიძინოს. ვდგები და სანაპიროსკენ მივდივარ,  კამკამა წყალში მოცურავე თევზებს განათებული მთვარის შუქზე მშვენივრად ვარჩევ და ამ საქმეში უკვე კარგად გაწაფული  ერთი ხელის მოძრაობით ვიჭერ შერჩეულ მსხვერპლს, რომელიც როგორმე სადღესასწაულო ტორტად უნდა ვაქციო.  თავში ქვის ერთი დარტყმით აფართხალებულ თევზს სულს ვაფრთხობინებ, ფეხმორთხმით ვჯდები და მის გასუფთავებას ვიწყებ.  ბაბმუკისგან 8 წვრილ ჯოხს ვთვლი, შემწვარ თევზს ფოთლებითა და ძღვის კენჭების საშუალებით ვაფორმებ.  ბაბმბუკის სანთლებს შიგ ვარჭობ და სახელდახელოდ გაკეთებულ ხის სათავსოში ვათავსებ. მერე ვწვები, სახლს ვიხსენებ, ვცდილობ არ დავივიწყო მისი აგებულება, კედლების ფერი, ოთახების განლაგება, სუნი, როცა ბოლოსდაბოლოს გავაღწევ მიწის ამ ნაგლეჯიდან რომელსაც კუნძულსაც კი ვერ დავარქმევ ზუსტად ისეთ სახლს ავაშენებ როგორიც გვქონდა. ამ ფიქრებში წასულს მეძინება კიდეც.
   კარგად ამოწვერილი მზის სხივები თვალებში უსიამოვნოდ მიღუტუნებენ. ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი ჩემი ძმის ძებნას ვიწყებ. გამუდმებით მის გვერდით ყოფნას შეჩვეული ჰორიზონტზე მისი ვერ დანახვით სრულ ისტერიკაში ვვარდები.  მის სახელს ისე გავკივი სავარაუდოდ მეზობელ კუნძულებზე მობინადრე ცხოველებსაც კი ვაფრთხობ.
-რა გაკივლებს?  მეუბნება უკნიდან მოპარული ჩემი ძმა.
-სად ჯანდაბაში იყავი, ვეცი მკლავებში და ისე შევანჯღრიე ხისგან გამოთლილი ლანგარი რომელზეც არ ვიცი საიდან მოაგროვა ან სად იპოვა ამდენი ჯიშისა და წარმომავლობის ხილი, რადგან სამი წელია მიწის ამ ნაგლეჯზე ვცოვრობთ და არასოდეს შემიმჩნევია არცერთი მათგანი, ხელიდან უვარდება და უმეტესობა იქვე სკდება.
-დაბადების დღეს გილოცავ. ამბობს ცრემლიანი ხმით. მერე კი ამატებს. -ყველაფერი გააფუჭე. მის სიფრიფანა სხეულს გულში ვიკრავ. ის ტირის.
-დაბადების დღეს გილოცავ. ვამბობ მე. მეც ვტირი.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სიჩუმის ზღვარი

სასიმინდე

კატა :) :) :)