სხვა სამყარო
იცოდით რომ მეტროში ერთ ხაზზე 16 გაჩერების სადგური ყოფილა? მე არა რადგან აზრადაც არ მომსვლია ოდესმე დავკვირვებოდი.
ჩემი სურვილი იმასთან დაკავშირებით რომ საკუთარი ავტომობილით ვიმოძრაო ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული,სულელური გადაწყვეყილებაა, მიზეზი კი მუდამ ისტერიულად გადაჭედილი თბილისის ქუჩებია, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტოთ მგზავრობისას საცობში ვხვდები დრო მარტივად გამყავს რომელიმე აუცილებლად აწ გარდაცვლილ ავტორთან ერთან, საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში კი სრულებით შესაძლებელია საერთოდ შუა ზოლში დავტოვო ავტომობილი და გზა ფეხით განვაგრძო.
არასოდეს შემზიზღებია ის ადამიანები რომლებიც რომელიმე მიწისქვეშა გადასვლელში, (ვითომ სიცივეს მოფარებულნი) საჩქაროდ შეექცეოდნენ კორპუსის ქვეშ გახსნილ საცხობში გამომცხვარ ლარიან ლობიანს ან ხაჭაპურს. პირიქით მათი შემყურე თვალზე ცრემლი მადგებოდა ეს ხომ ადამიანური რეფლექსია. მახსენდება რომ ხშირად გამჩენია სურვილი გამოვლაპარაკებოდი ადამიანს რომელიც ქუჩის კუთხეში ატუზული უხერხულად ეწეოდა სიგარეტს, თავდახრილი, ბეჭებში მოხრილი უსუსური შესახედაობის, ფაქტი იყო თავისივე ქმედების თავადვე სცხვენოდა მაგრამ სახსრები არ გააჩნდა რომელიმე ახლომდებარე კაფეში შესულიყო და ისე დაეკმაყოფილებინა ცხელ ყავასთან ერთად ეს აუტანელი მავნე ჩვევა. ახლა კი საკუთარი თავი მებრალება რადგან ანალოგიურს თავად ვაკეთებ. როდესაც იყურები უფსრკულში უნდა იცოდე რომ უფსრკულიც შემოგყურებს. თებერვლის ერთ მზიან, მაგრამ სუსხიან ამინდში, როცა დედაჩემის სახლი სავსე იყო ჩემი კეთილმოსურნე ნათესაობით მე აივანზე გაუცნობიერებული სევდით დამძიმებული დავაბიჯებდი და ვხვდებოდი, რომ ამ სამყაროს სრულებით არ ვეკუთვნოდი, რომ არაფერი მქონდა საერთო ამ ადამიანებთან, რომ სრულიად უცხონი იყვნენ ჩემთვის ისევე როგორც მე მათთვის. ბებია რომელმაც ყველა აქ შეკრებილ ადამიანს აიძულა ერთხელ კიდევ მოენახულებინათ ეს ვეებერთელა სახლი თავისი ბინადარითურთ მეორე სართულზე, მისაღებ ოთახში, ლამაზად ჩაცმული, გაყინული ღიმილით, სამოსახლოზე დასვენებული კიდევ ერთხელ და საბოლოოდ მასპინძლობდა აქ შეკრებილ საზოგადოებას. ჭირისუფალში მსხდომი ცრემლის ნიღაბს აფარებულ ადამიანთა სახეებზე მაინც ვამჩნევდი ყველა ამ სავალდებულო ცერემონიალის მალე დასრულების გაუსაძლის სურვილს. ყალბი სიტყვებითა და ემოციებით დაღლილი აივანზე ხშირად გამოვდიოდი სუფთა ჰაერის შესასუნთქად. ვიდექი და ვუცქერდი ადამიანებს სხვა სამყაროდან. ან იქნებ მე ვიყავი სხვა სამყაროდან.
ურთერთობათა სიყალბე იმდენად შესამჩნევია შენიღბვას არცერთი მხარე აღარ ცდილობს, ცოტათი სასაცილოც კი არის მხოლოდ გარემოა სიცილისთვის შეუფერებელი. იმის გაცნობიერება რომ მეც ამ ბრბოს განუყოფელი ნაწილი ვარ ღიმილს მაინც ასახავს ჩემს სახეზე, თუმცა ეს არ არის სიამოვნებოს ღიმილი, ეს ირონიაა. გულწრფელი ირონიაა.
ჩემს ღრმა ბავშობაში როდესაც დედაჩემი ჯერ კიდევ ითვლებოდა ამ უკაცრიელი ადგილის დიასახლისად ეს აუტანელი სახლი ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი გახლდათ, დასნეულებული დედაჩემი კი ყველა სტუმარს მაინც ღიმილითა და სიხარულით ეგებებოდა, სანამ მის სხეულს ჯერ კიდევ შესწევდა დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი მათთან ერთად ეზოში დროს ატარებდა, მაგრამ როცა სნეულებამ ბოლო ენერგიაც გამოაცალა საწოლი, ოთახის ფანჯარასთან დაგვადგმევინა და მოქეიფეებს მწოლიარე ეკონტაქტებოდა. მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა მისი სხვა სამყაროში გამგზავრება რომ ჩვენი სახლი სულ რაღაც ერთ წელშადში უდაბურ ადგილად იქცა. ახლა კი ყველა ის ადამიანი რომელიც დედაჩემის სიცოცხლის პერიოდში ჩვენი ეზოს ატალახებითა და სურსათის გაპარტახებით იყვნენ დაკავებულნი ვალდებულების მოხდის მიზნით კიდევ ერთხელ მაგრამ დარწმუნებული ვარ ბოლოჯერ ესტუმრნენ ჩემს სახლს. ვუყურებ ადამიანთა მთელ ამ არმიას და გონებაში ყველა ჩემი ჯერ არჩადენილი დანაშაული მესახება. ბებია კი ისევ იღიმის...
სახსოვრად მხოლოდ შარფი მოვხსენი ყელიდან, გამოსამშვიდობებელი სიტყვა არავის უთქვამს, მათ შორის არც მე. ყოველგვარი გავრცელებული ცერემონიალების გარეშე დაკრძალვის ხანგძლივობამ ხუთ წუთს გასტანა. წვიმით ატალახებულ მიწაში ღიმილიანი ბებია მოვათავსეთ და ყველანი დამშეული კუჭების დასაშოშმინებლად გავემართეთ.
სუფრასთან ჯგუფებად დანაწილების შემდგომ, ასე ოცი წუთი არც ხმა ამოუღია ვინმეს და არც თავი აუწევიათ. ოცი წუთის შემდეგ კი ერთმანეთიც დაინახეს და ერთმანეთისთვის ასჯერ მოყოლილი ისტორიების ასმეერთედ მოყოლა დაიწყეს. ღვინის ბოკალი რომელიც ხელში მეჭირა და მისი საშუალებით ირონია ნარევი გამომეტყველების შენიღბვას კარგად ვახერხებდი ვერავინ შეამჩნია რომ ბრბოს თითოეულ წევრს ისე ვუცქერდი როგორ ექსპერიმენტის საცდელ ბაჭიებს. ერთს აივნიდან ვაგდებდი, მეორეს ფეხს ვუდებდი და კიბეზე ვაგორებდი, მესამეს ნავიდან ვაგდებდი და ასე დაუსრულებლად. თავში ქაოსურად ირეოდნენ შეშლილი აზრები და ეს სიამოვნებას მანიჭებდა. თვალწინ ბებიას სახე წარმომიდგა, ის ისევ იღიმის, მიუხედავად წვიმისა, მიუხედავად მის ქათქათა სხეულზე დაყრილი ტალახიანი მიწისა, მიუხედავად ბრბოს მოჩვენებითი ემოციისა ის მაინც იღიმის და უცებ მივხვდი მისი ღიმილი ყველაზე გულწრფელი, ყველაზე რეალურია ყველა იმ ემოციათა შორის რომელსაც ეს ხალხი გამოხატავდა.
ქუჩა ცარიელია, დილაც არაფრით გამოირჩევა სხვა დანარჩენი დღეებისაგან. ქარი ისევ ირხევა, წვიმა ისევ მოდის, ხალხი ისევ ყალბი გრძნობების გამოხატვით არის დაკავებული. მხოლოდ ბებია იღიმის გულწრფელად მაგრამ ამჯერად სხვა სამყაროში...

Комментарии
Отправить комментарий