შობა
შობის ღამე იყო... ალბათ დაახლოებით 15წლის წინ, როცა ელექტროენერგია ჯერ კიდევ გრაფიკით მიეწოდებოდა საქართველოში არსებულ ყველა ქალაქსა თუ სოფელს, მე, ჩემი ძმა და გამზრდელი ბებია გაჭვარტლული ლამპის შუქზე საშობაო მზადებაში ვიყავით გართულები. დიდი სახლის პატარა, გაურემონტებელ სამზარეულოში მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით შეყუჟულები. თოვდა, უკუნითი სიბნელე არემარეს საბნად გადაფარებოდა. ალაგ ალაგ საშობაო სიმღერის ხმა ისმოდა, ბავშვები კარდაკარ დაძრწოდნენ და ხუთი თეთრის სანაცვლოდ იოგების სრულ დაზიანებმდე გაჰკიოდნენ. დრო იყო თავადაც მეხალისებოდა ამის კეთება, კარდაკარ მართლაც რომ დავეხეტებოდით მე და ჩემს გვერდით მცხოვრები ჩემზე ორი წლით უფროსი ბიჭი და მანამ ვმღეროდით სანამ ხმას ბოლომდე არ დავკარგავდით. შემდეგ კი მასთან ან ჩემთან მივიდოდით და მშობლების დახმარებით მონაპოვარს შუაზე ვიყოფდით. მახსოვს ერთ წელს მოლაპარაკე თოჯინა რომელსაც თვეები ვთხოვდი ჩემს მშობლებს, სწორედ შობის ღამეს სიმღერით გამომუშავებული თანხით შევიძინე. სავარაუდოდ როგორც სხვა შემთხვევებშიც ახლაც ორი დღე თუ ვითამაშე და შემდეგ სხვა სათამაშოებივით ისიც სკივრშიც მოვისროლე.
ბებია საშობაო ღვეზელის კეთებით იყო გართული, თავზე თავსაფარი წაეკრა, ხელები იდაყვებამდე ფქვილში ჰქონდა დასვრილი, სახე ღუმელის სიმხურვალისგან ჭარხალივით გაწითლებოდა, ნაოჭებს მიღმა დაღლილობა ემჩნეოდა, თუმცა ამის მიუხედავად ღიღინ ღიღინით გვიმზადებდა მე და ჩემს ძმას ჩვენთვის საყვარელ საშობაო ღვეზელს. გარეთ ისევ თოვდა.
ჩემი ძმა ფანჯრის მინაზე ხატვით ირთობდა თავს, ათასგვარი ფიგურები გამოყავდა, შლიდა ისევ ხატავდა და ასე დაუსრულებლად.
-ბე, მამა სად არის? მოულოდნელად კითხულობს ჩემი ძმა ისე რომ ხატვისთვის თავი არ დაუნებებია.
-ალბათ მალე მოვა, პასუხობს ბებია, თან ფქვილიანი ხელით ცრემლს იმშრალებს რომ არავინ შეამჩნიოს.
-არ მოვა. ვამბობ მე, ჩვეული თავდაჯერებულობით.
-მე ვთქვი მოვა, დაიყვირა ბებიამ და საშობაო ღვეზელისთვის გამზადებული ცომის ჯამი ძირს გადმოვარდა.. გარეთ ისევ თოვს.. ისევ ისმის ბავშვების სიმღერა მაგრამ არმჯერად სულ ახლოს, ჩვენი კარის წინ.
-მე გავაღებ, ვამბობ მე, ძლივს მბჟუტავ ლამფას ხელში ვიღებ და კარებისკენ მივდივარ. ორ პატარა გოგონას რომლებიც ზღურბლთან სიცივისაგან ლამის სულ გათოშილები მაგრამ მაინც ბედნიერები, კარების გაღებისთანავე უფრო მონდომებით ამღერდნენ ხელში ხურდები ჩავუყარე, -სახლში წადით ვეუბნები მკვახეთ და კარებს ვკეტავ.
-შოკოლადი მიეცი, მეუბნება ბებია, რომელიც იატაკიდან გაფუჭებულ ცომს ფხეკს. დასახმარებლად მივედი. -წადი იმეცადინე.
-უკვე ვიმეცადინე. თან ხვალ სწავლა არ მაქვს.
-წადი იმეცადინე. მეუბნება მკაცრი ხმით. მეც ვდგები და ოთახიდან გავდივარ.
სამზარეულო ის ერთადერთი ადგილი იყო სადაც სიცივეს ჩემი გათოშვა არ შეეძლო, ბებიამ სწორედ ამ ოთახიდან გამაძევა. ჩანთაში საგულდაგულოდ გადამალული სიგარეტი ამოვიღე და აივანზე ავძვერი, სიცივეში უგემურად გავაბოლე ერთი ღერი და არანაკლებ ცივ საძინებელ ოთახს მივაშურე, სანთელი ავანთე, ადიელა შემოვიხვიე და ფანჯრის წინ დავჯექი.
ის დღე მომაგონდა აბიტურიენტობოს დროს, საღამოს ქუჩაში მიმავალ მე და ჩემს სამ მეგობარს შარვალჩახდილი გიჟი რომ გამოგვეკიდა, კისრისტეხვით გავრბოდით ყველა სხვა და სხვა მხარეს, სამშვიდობოს გასულებმა კი ბევრი ვიცინეთ ამ ფაქტის გამო. მაინც რა იყო, მივდიოდით ჩვენთვის წყნარად და უცებ არსაიდან გამოხტა თმააბურძღნული ბებერი კაცი, შარვალი ჩაიხადა და გამოგვეკიდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო კარგად კი შეგვაშინა.
გვერდითა ოთახში ბებია ისევ ფუსფუსებს, ჩემი ძმა ალბათ ისევ ხატავს და დროდადრო ბავშური კითხვებით ღლის ჩვენი აღზრდით ისედაც გადაღლილ ბებიას, გარეთ ისევ თოვს.
-მე გავაღებ, მესმის ჩემი ძმის მხიარული ხმა, ალბათ მამა მოვიდა.
-არ მოვა, ვამბობ გულში. მერე ბებიას ხმა მესმის რომელსაც სიცივისაგან გათოშილი ბავშვები სამზარეულოში შეყავს, ტკბილეულს და ფულს აძლევს ცოტა სულის მოთქმის საშუალებას აძლევს და ისევ გარეთ ისტუმრებს. ხვალ დედას საფლავზე წავალ გავიფიქრე გონებაში, დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ. ნეტა მართლა არსებობს სიკვდილის შემდეგ სამყარო. ამ ფიქრებში ვიყავი როცა მისი სახის წარმოდგენას შევეცადე, მაგრამ მივხვდი რომ ნელ ნელა მისი გამოსახულება მავიწყდებოდა. მოულოდნელად ქარბუქი ამოვარდა, მეშინია ქარბუქის. სწორედ ამ დროს გავიგონე ბებიას ხმა.
-ელენა გამოდი, არ გაიყინო. მან იცის რომ ქარბუქის მეშინია, ნეტა მამამ თუ იცის..
გარეთ ისევ თოვს. კარზე კაკუნია. კარს ბებია აღებს და მეზობელს სახლში ეპატიჟება, სუფრასთან თეფშებს დებს ორ ჭიქას, ღვინოს, მოხარშულ კვერცხს, პრასს, ლობიოს და საშობაო ღვეზელს.
-მიირთვი, გათბები ეუბნება ბებია.
-არ მოსულა? თითქმის ჩურჩულით კითხულობს მეზობელი, ძნელი მისახვედრი არ არის რომ მამაჩემს გულისხმობს.
-მოვა. ამბობს ბებია და სკამზე მოწყვეტით ეშვება.
-ხომ იცი რომ არ მოვა.
გარეთ ისევ თოვს, მაგრამ უკვე აღარ ისმის მომღერალი ბაშვების ხმა, მე და ჩემი ძმა ფანჯრის მინაზე ფიგურების გამოყვანით ვერთობით, ბებია ისევ სკამზე ზის და ყოველ ხმაურზე გარეთ იხედება.
-ნუ ნერვიულობ, მოვა. ვეუბნები მე.
-არ მოვა. ამბობს ის და მაგიდის ალაგებას იწყებს.

Комментарии
Отправить комментарий