მარია
თვალებს იმ მექანიკური სისწრაფით ვახელ როგორიც "სამსახურში დამაგვიანდას" რეფლექს შეუძლია გამოიწვიოს, საათს ვუყურებ, დიდი ხნის გასული უნდა ვიყო სახლიდან. -ჯანდაბა. ვამბობ და საწოლიდან კურდღლის სისწრაფით ვხტები, თვალებში სრული სიბნელე ისადგურებს, ვერაფერს ვხედავ, შესაბამისად მუხლებიც მეკვეთება, ხელის ცეცებით ძლივს ვახერხებ კედელთან მისვლას და იქვე ვჯდები. სხეულის ტემპერატურა ნორმაზე ორჯერ მეტ სიმხურვალეს გამოყოფს და კიდურები სასიამოვნო შეგრძნებით ბუჟდება. ათ წამამდე მჭირდება სანამ ორგანიზმი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება. მერე ვდგები, საუცბადოთ ვიცვამ, თავს ვიწესრიგებ და ისე გავრბივარ გარეთ კარების დაკეტვა მავიწყდება. სადარბაზოდან გამოსული წამით ვჩერდები. -ეს ცხენი აქ საიდან გაჩნდა.. გავიფიქრე და თვალები მოვისრისე. არ გაქრა ისევ იქ იდგა. გვერდი ავუარე, გაჩერებისკენ გავიქეცი, ტაქსი გავაჩერე და წავედი.
მშობლები არასოდეს მინახავს. უფრო სწორად იმდენად პატარა ვიყავი მათი ავიაკატასტროფაში დაყუპვის მომენტში არც მახსოვს როგორ გამოიყურებოდნენ. მე და ჩემი და რომელსაც უფრო ახსოვს ისინი, რადგანაც ჩემზე ხუთი წლით დიდია, მათი გარდაცვალების შემდეგ მამაჩემის ძმის სახლში გავიზარდეთ. ბიძაჩემი დიდი მამულის მფლობელი იყო, სახლი ციხესიმაგრეს უფრო მოგაგონებდათ ვიდრე სახლს. უშველებელი თაღებითა და ბიუსტებით, პირქუში იერითა და შიგ გამეფებული სიჩუმით, უკიდეგანოდ გადაშლილი მინდვრებით, რეალობას სრულიად მოწყვეტილი ეს მამული ადამიანებში შიშს და ინტერეს ერთად აღძრავდა. ბიძაჩემი კარგი კაცი იყო, მაგრამ ცოლის მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ რადიკალად შეიცვალა, მძიმე ხასიათი გაუხდა და ყველაფერი მარტივად აბრაზებდა. ბრაზს კი მუდამ ჩვენზე ანთხევდა. მნიშვნელობა არ ქონდა ვინც პირველი მოხვდებოდა მის თვალს, იქნებოდნენ მისი შვილები თუ მე და ჩემი და დაუფიქრებლად შეეძლო ყელი გამოეჭრა. შემდეგ მშვიდდებოდა და დიდხანს გვესმოდა თავისი საქციელით გაცოფებული როგორ ეწეოდა თვითგვემას. იმ ხუთ ბავშვს შორის რომელთა აღზრდაც დაქვრივებულმა ბიძაჩემმა თავის თავზე აიღო ჩემი და ყველაზე უფროსი იყო მე კი ყველაზე უმცროსი. არაფერი გვაკლდა, სახლი სავსე იყო ყველა საჭირო ნივთით. ამ უშველებელ სასახლეს ბევრი შინამოსმსახურე ყავდა. ყველა ეს დაქირავებული მოხელე სახლის პირველ სართულზე უზარმაზარ საერთო ოთახში იყვნენ დაბინავებულნი. მე და ჩემ დას საზიარო ოთახი გვქონდა რადგან მე დამოუკიდებლობისთვის ზედმეტად პატარა გახლდით. ჩემი ბიძაშვილები ცალცალკე ოთახებში ცხოვრობდნენ. სკოლაში არ დავდიოდით. გაკვეთილებს შინ მოსული მასწავლებლები, რომლებსაც ბიძაჩემი ყოველ თვე გვიცვლიდა, საკლასო ოთახად მოწყობილ ბიბლიოთეკაში გვიტარებდნენ.
-შენგან არაფერი გამოვა. მუდამ ეს სიტყვები მესმოდა ბიძაჩემის მხრიდან ჩემი დის მიმართ. ჩემი და უცნაური იყო. სულ ჩაფიქრებული, მუდმივად გამოგონილ სამყაროში ხეტიალით გართული. ეს ბიძაჩემს ძალიან აღიზიანებდა და ძირითადად სწორედ ის ხდებოდა მისი აგრესიის მსხვერპლი.
-შენ ცხენი ხარ. ეტყოდა ხოლმე ჩემი და. -მე ამას ვხედავ.
-დედაშენს გავხარ. დაუყვირებდა გამწარებული ბიძაჩემი. -მასავით დაასრულებ შენს არაფრის მომცემ ცხოვრებას. დედაჩემი სულიერი აშლილობით იყო შეპყრობილი.
-სერ. ასეთ მიმართვას ითხოვდა ბიძაჩემი ყველასგან. -სერ მორჩით ჩემ ცემას? შემიძლია ოთახში გავიდე?. ყოველთვის როცა რომელიმე ჩვენგანი ძალადობის მსხვერპლი ხდებოდა, დანარჩენები ვალდებულნი ვიყავით ამ სცენისთვის უცრემლოდ გვეცქირა. თუ კი რომელიმე თავს ვერ შეიკავებდა და ცრემლი მაინც გადმოგორდებოდა მისი შეშინებული თვალებიდან კარგი დღე არ დაადგებოდა. დროთაგანმავლობაში ვისწავლეთ როგორ არ უნდა გვეტირა.
როცა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გიჟივით შევარდი ექთანმა ღიმილიანი სახით შემაგება.
-ნუ ნერვიულობთ ელენა. დილის პროცედურამ მშვიდობით ჩაიარა. ამოვისუნთქე და სავარძელში ჩავეშვი. რთულია როცა იმ ფსიქიატრიულის მფლობელი ხარ სადაც შენი ახლობელი წევს...
ზამთრის ერთ ცივ და სუსხიან საღამოს ბიძაჩემი უჩვეულოდ მხიარული გვეჩვენა, შინამოსმსახურეს დიდ დარბაზში ბუხარი აანთებინა და მის ირგვლივ ჩვენთან ერთად ისიც ფეხმორთხმით დაჯდა. ჭიქით ღვინო ედგა გვერდით და ჩიბუხს ეწეოდა. მე როგორც ყველაზე პატარა, მის კალთაში ვიყავი მოკალათებული და მისი უჩვეულოდ მშვიდი ხმის ტემბრით მონუსხული სულგანაბული ვისმენდი მის მიერვე გამოგონილ ისტორიებს. მოულოდნელად თავზე ხელი გადამისვა და მეკითხება.
-როგორ ფიქრობ ელენა, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს?
-არა. ვამბობ ამაში სრულებით დარწმუნებული.
-ანუ არ გჯერა რასაც შენი რელიგიის მასწავლებელი ამის შესახებ გიყვება?
-არა. ჩიბუხს აბოლებს და დაჟინებით მიცქერს თვალებში. დაძაბულობა რასაც მისი პირქუში მზერა ჩემში იწვევს სხეულის ცახცახში გადამდის.
-ადექი. მეუბნება მკაცრი ტონით. ვემორჩილები. ისიც დგება. ბუხრიდან მაშას იღებს. -ხელი მომეცი. მეუბნება და მაშას უყურებს. უკან ვიხევ. -ხელი მომეცი. ისმის მეორედ.
-არა. ისმის ოთახის კუთხიდან, ხელს არ მოქცემს. თვალს ვაპარებ და ჩემი დის გააფთრებულ თვალებს ვაწყდები. სისხლით ამღვრეული დიდრონი თვალების დანახვამ უფრო შემაშინა ვიდრე ბიძაჩემის მუქარამ. მზერა მამაჩემის ძმაზე გადამაქვს, ისიც ცოტა დაბნეული მეჩვენა ამ სანახაობით. -შენ ცხენი ხარ, მე ამას ვხედავ. ამბობს მარია და ოთახიდან გადის. იმ ღამით არ მეძინა.
პალატაში შესულს ჩემი განსაკუთრებული პაციენტი ჩვეულებისამებრ ფანჯარასთან ჩამომჯდარი მხვდება.
-როგორ ხარ. ვეკითხები იმის მიუხედავად რომ ვიცი პასუხს არ გამცემს. სავარცხელს ვიღებ და თმებს ვუვარცხნი.
საუზმე მზად არის. ოჯახის ყველა წევრი ვალდებულია ეს რიტუალი შესრულდეს. სუფრის თავში ბიძაჩემი ზის. მაგიდის მარჯვენა მხარეს ასაკის მიხედვით ერთმანეთის გვერდით ჩემი ბიძაშვილები სხედან, მარცხენა მხარეს მე.
-შენი და სად არის. მეკითხება ბიძაჩემი.
-ჩამოსვლა არ ისურვა სერ.
-ესეიგი არ ისურვა?
-დიახ სერ. დგება და ოთახიდან გადის. ყვირილი რომელიც ჩემი დის ოთახიდან გამოვიდა ყველაზე შემზარავი ხმა იყო რაც კი ოდესმე გამეგონა. სკამზე მიყინული ვგრძნობდი რომ შიშისგან გამეპარა. მგონი ჩემს ბიძაშვილებსაც იგივე დაემართათ. ბიძაჩემი ბრუნდება. ხელით აჩეჩილ თმებს ისწორებს, ლოცვას წარმოთქვამს და ჭამას იწყებს.
-ჭამეთ! ამბობს და ჩვენც ვემორჩილებით.
საწოლში ვწევარ, ვერ ვიძინებ. ჩემი და ფანჯარასთან ზის.
-მარია. ვეძახი შეშინებული. ხმას არ მცემს. პირველად ხდება რომ ხმას არ მცემს.
ამ დღის შემდეგ მარია არასოდეს გამოსულა ოთახიდან, არასოდეს უთქვამს ერთი სიტყვა, არასოდეს შემოუხედავს, არასოდეს უჭამია, არასოდეს უტირია როცა ბიძაჩემი სცემდა...
ერთი თვის შემდეგ ის ფსიქიატრიულ საავაფმყოფოში მოათავსეს.
დრო გადიოდა. გავიზარდე, ბიძაჩემი გარდაიცვალა და მხოლოდ მაშინ შევძელი ამ პირქუში სახლისგან თავი დამეღწია. მისი წყალობით კარგი განათლება მივიღე და მომავალში საკუთარი ფსიქიატრიული საავადმყოფო მხოლოდ იმისთვის გავხსენი რომ ჩემი და უფრო ახლოს გამეცნო. თავდაუზოგავად ვმუშაობდი. დღედაღამ სხვადასხვა ნიშნებით გამორჩეულ გიჟებთან ვატარებდი დროს. არასოდეს მეძინა.
-ამ ცხენს აქ რა უნდა. ვფიქრობ გაოცებული, სავარცხელს ვდებ და ფანჯარასთან მივდივარ. მზერა უფრო დავძაბე და კარგად დავაკვირდი. -იცი? შემიძლია დავიფიცო რომ ამ დილით ეს ცხენი ჩემს სადარბაზოსთან იდგა. აღელვებული ვეუბნები ჩემს პაციენტს. -ხედავ? შეხედე. შეხედე-მეთქი რომ გეუბნები. მკლავებში ვწვდი და ნჯღრევა დავუწყე. ამდენი წლის შემდეგ პირველად გამისწორა მზერა.
-მე ყოველთვის ვამბობდი რომ ის ცხენია, მაგრამ ჩემი არავის გჯეროდათ. არც შენ. ამბობს მარია და ცხენს ირონიულად უყურებს. -გამარჯობა სერ! გამოსცრა კბილებში. ცხენი აფრუტუნდა. -შენ ცხენიც აღარ ხარ! დღეს მხოლოდ მტვერი ხარ! უეცრად მოვარდნილმა ქარმა მტვრის კორიანტელი დააყენა, ვერაფერს ვხედავდი, სასწრაფოდ დავხურე ფანჯარა. ორ წუთში ამინდი ჩვეულ მდგომარეობას უნრუნდება. გარეთ ვიხედები, ცხენი აღარ არის.
-რა იქნა, ვეკითხები მარიას და შიშით უკან ვიხევ.
-არ ვიცი. მპასუხობს ღიმილით. შემდეგ კი ამატებს -მე ყვავილი ვარ... ფანჯარასთან ჯდება, ჰორიზონს კმაყოფილი გაყურებს.
-მარია, ვეძახი ჩურჩულით. ხმას ისევ არ მცემს.
საწოლზე ვწევარ. არ მძინავს, უბრალოდ თვალებს ვასვენებ. ტელეფონის ზარი სიმშვიდეს მიფრთხობს.
-ელენა, ისმის ყურმილის მეორე მხრიდან.
-რა მოხდა. ვკითხულობ და საწოლიდან ვდგები.
-ფანჯრიდან გადახტა... შემდეგ სიჩუმე. ტელეფონს ვთიშავ. გარეთ ტემპერატურა ორმოც გრადუს მაინც აღწევს, ამის მიუხედავდ ძალიან მცივა. საცრემლე ჯირკვლები ბავშობიდან არ მუშაობს.. აივანზე გავდივარ. ყვავილებს ვრწყავ... კუთხეში ჩემთვის უცხო ნერგს ვამჩნევ.
-ეს ყვავილი აქ საიდან გაჩნდა. გავიფიქრე ჩემთვის. კარგად დავაკვირდი, ძალიან ლამაზია. წყალს ვუსხამ. ოთახში შევდივარ, თვალის კუთხეში სისველეს ვგრძნობ, სარკეში ვიხედები. ცრემლი... ვწვები და მშვიდად მეძინება.

Комментарии
Отправить комментарий