ჯინსი

     ჩვეულებისამებრ დღესაც მაღვიძარას უცნაური მელოდია მიფრთხობს მშვიდ ძილს, მექანიკურად ვრთავ, რომ ჩემს გვერდით მძინარე მეგობარი არ გავაღვიძო, იმაში დასარწმუნებლად რომ არ გაღვიძებია მაინც ვაპარებ მისკენ თვალს, ვიღიმი და როგორც გუშინ დღესაც მშურს მისი, რადგან ვიცი მისი მაღვიძარა კიდევ  ორ საათს არ დარეკავს. ღრმად ჩავისუნთქე და ჯერ კიდევ გამოუფხიზლებებლი თეთრ ჭერს მივაჩერდი, მერე ფანჯრისკენ გამექცა მზერა, ისევ წვიმს. მიყვარს წვიმა.
     წამოვჯექი, კიდურები მოდუნებული მაქვს, ჩემს სხეულს აშკარად არ სურს დამემორჩლოს თუმცა როგორც გუშინ, დღესაც ვიმორჩილებ და ვაიძულებ გამომყვეს, შევდივარ სააბაზანოში, ხელებით ვეყრდნობი ნიჟარას და სარკეში  ჩემი სახის თვალიერებას ვიწყებ. ოძდაათს არ გადავცილებივარ მაგრამ ამის მიუხედავად თვალების ირგვლივ უკვე შევნიშნე ნაოჭები, თუმცა ამას არ გავუღიზიანებივარ, მხოლოდ გამეღიმა როცა პიველად შევამჩნიე და ჩემს თავს ხმამაღლა ვკითხე.. - უკვე?
     ფანჯარა გამოვაღე, ღრმა ნაფაზი დავარტყი და კვამლი გარეთ გავუშვი, ჩემგან ამოსუნთქული ჰაერი წვიმის წვეთებს შეუერთდა და მათთან თამაშს მოყვა, კარგი სანახავი იყო ფერადი წვიმის წვეთები, თუმცა ჩემი მზერა უფრო შორს, წვიმის წვეთებს მიღმა გაქცეულიყო და უსასრულობაში მოგზაურობა დაეწყო. მწვავე ტკივილი ვიგრძენი მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე და მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ სიგარეტი ჩამეწვა. ნამწვავი ფანჯრიდან მოვისროლე, მზერა მოვავლე ჰორიზონტს იმაში დასარწმუნებლად რომ არავის დაუნახავს ეს უმსგავსობა. ფანჯარა დავკეტე და კარადა გამოვაღე.
    შავი თუ ლურჯი ან იქნებ თეთრი, თუ დახეული და ეს? ამ ყველაფერს გონებაში ვფიქრობ და თან შარვლებს ერთი თაროდან მეორეზე ვანაცვლებ ასარჩევად. მოულოდნელად გონებაში ერთი შარვალი ამომიტივტივდა, რომელიც საგულდაგულოდ შენახული მიდევს პარკით და გამეცინა. დაახლოვებით შვიდი წლის წინ როცა გადავწყვიტე დიდ ქალაქში საცხოვრებლად გადავსულიყავი, ბარგი უბრალოდ ჩავალაგე, მატარებლის ბილეთი ავიღე და გზას დავადექი, ბარგი? ეს იყო ორი თუ სამი მაისური (აქედან ორი ნაჩუქარი) უბის წიგნაკი, ჩემი სამაგიდო წიგნი, ნახატები, ლექსები, ერთი შარვალი, რომელიც ბარგში არ იდო, უბრალოდ მეცვა და ასევე ერთი წყვილი ფეხსაცმელი რომელიც ჩემს ფეხებს ამშვენებდა.  ქალაქში ჩასლამდე ვფიქრობდი, ალბათ უფრო ვოცნებობდი, გეგმებს ვსახავდი რას და როგორ გავაკეთებდი, რა კუთხით წარვმარათავდი ჩემს ცხოვრებას. ასე ფიქრში და ოცნებაში მატარებელიც გაჩერდა ბოლო სადგურში. ჩამოვედი, ჩემი მოკრძალებული რაოდენობის ბარგითურთ და ნათესავის ბინისაკენ გავწიე რომელიც უკვე მელოდა.
    ასე დაიწყო დედაქალაქში ჩემი მოღვაწეობა. სამსახურის პირველივე ვარიანტს დავეთანხმე რადგან საარსებო ფული ნამდვილად მესაჭიროებოდაა. ასე და ამგვარად მოვხვდი ერთ-ერთ კომპანიაში კონსულტანტად.
     ჩემი პირველი დამატებითი სამუშაო საათების შედეგად აღებული გაორმაგებული „ანაზღაურებით“ მახოვს ტელეფონი ვიყიდე თუმცა ალბათ ჯობდა შარვალი მეყიდა, მე ხომ მხოლოდ ერთი ჯინსის შარვალი გამაჩნდა, რომელსაც ყოველ მესამე საღამოს ხელით ვრეცხავდი რადგან მეშინოდა სარეცხ მანქანას არ დაეხია ისედაც  დაცრეცილი შარვალი... მაგრამ ალბათ სულმა წამძლია.. მაგრამ იქედან გამომდინარე რომ ძალიან კარგ კონსულტანტად ვითვლებოდი ხშირად მიწევდა დამატებითი საათების შესრულება სხვების ნაცვლად და ალბათ ამ ფაქტის იმედათ გავრისკე მთელი „ასი“ ლარის ტელოფონში გადაყრა.
     მახსოვს როგორ ველოდი შემდეგი ხელფასის დარიცხვას რადგან სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცოდი ჩემი შარვალი მიმყვებო და თუ არა ხელფასამდე ისე რომ რომელიმე ადგილას მოულოდნელად არ გადახსნილიყო და ფეხსაცმელი? რა გაუსაძლისად მტკენდა უკვე ფეხებს მისი გაცვეთილი ძირები, თითქოს ფეხშიშველა დავდიოდი მთელ დღეს. ტელეფონის ყიდვიდან სულ რაღაც სამი ოთხი დღე იქნებოდა გასული, როდესაც ჩემთვის იმ მომენტში ძალიან სასიხარულო ამბავი შევიტყე.  ერთ-ერთი თანამშრომელი შვებულებაში აპირებდა გასვლას და შემეძლო მის ნაცვლად მემუშავა დამატებითი საათები. ამას სიხარულით დავთანხმდი. ოძდაერთდღიანი დამღლელი და ყოველდღიურად ცამეტ საათიანი ფეხზე დგომის შედეგად მთელი "400" ლარი დამერიცხა.  წარმოგიდგენიათ ეს რამხელა ფული იყო ჩაშინ ჩემთვის? გოგოსთვის რომელიც ზედმეტად მსუბუქად და ფრთხილად მოძრაობდა ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ იმოტომ რომ ეშინოდა შარვალი სამსახურში ყოფნის მომენტში არ გახეოდა,  სახლში მოსული კი ყოველ ღამით ბალიშს ავიფარებდი და ვტიროდი, ტკივილი მატირებდა რომელსაც ჩემი ძირგავარდნილი ფეხსაცმელი მაყენებდა. მიუხედავად ამისა დილით ისევ ვდგებოდი, ვიცვამდი ჩემ საყვარელ შარვალსა და ფეხსაცმელს და ღიმილით მაგრამ ღიმილს მიღმა დამალული  დიდი სევდით მივემართებოდი სამსახურისკენ. თუმცა ეს არაფერია,  სამაგიეროდ ხომ ტელეფონი მქონდა... ასე გაგრძელდა ოძდაერთი დღე. შემდეგ კი შრომით მოპოვებული 400 ლარი ავიღე, გავიქეცი "ბაზრობაზე" აღარ მტკიოდა აღარც ფეხები, აღარც შარვალი მადარდებდა, თუნდაც გახეულიყო,  ყოველ ხუთ წუთში საფულეს ვამოწმებდი ისევ ადგილზე იყო თუ არა.. ნახევარსაათიანი რჩევის შედეგად ერთი ფეხსაცმელი მომეწონა.
-რა ღირს?
-150.
ეს საჩემო არ არის გავიფიქრე და ძიება განაგრძე,  როგორც იქნა ვიპოვე ფეხსაცმელი რომლის ვიზუალმაც და ფასმაც დამაკმაყოფილა.  ეს იყო 35ლარიანი ნაცრისფერი კედები, რომლებიც დავინახე თუ არა მივხვდი რომ ის იყო, ჩემი მხსნელი.. მოვიზომე თუ არა, ამოვისუნთქე, ძალიან ღრმად ამოვისუნთქე, ფეხის თითები შევიგრძენი , მათ კი ჩემი ახალი კედები შეიგრძნეს და მათში საოცრად კომფორტულად მოკალათდნენ.
-ვყიდულობ, ვამბობ გაბადრული, ცრემლმორეული თვალებით გამყიდველს ფულს ვაწვდი, ის კი პარკს იღებს, ჩემს ძველ ფეხსაცმელს მასში ათავსებს და მაწვდის. გამოვართვი, და იქედან გამოსულმა ცელოფანი სადაც მთელი ჩემი ოძდაერთღიანი (გაუსაძლისობა) იყო მოთავსებული,პირველივე ნაგვის ურნაში ჩავაგდე, სხვაგვარად არ შემეძლო მას მოვქცეოდი. შემდეგ წავედი და ორი შარვალი ვიყიდე.  მეგონა სამყარო გაჩერდა, რომ მე ვიყავი დედამიწის ღერძი და სამყარო სწორედაც რომ ჩემს ირგვლივ ტრიალებდა. სახლში მისულმა ჩემი გაცვეთილი შარვალი ისევ ხელით გავრეცხე, პარკში ჩავდე და შევინახე. ახლაც ხელში მიჭირავს ეს პარკი და მეღიმება. ისევ ისეთი მნიშვნელოვანია ჩემი "გაქუცული" შარვალი როგორც მაშინ როცა მხოლოდ ეს ერთი გამაჩნდა. გონებაში ღიმილით ვამბობ, ლურჯი,შავი,თეთრი თუ იქნებ ეს გაქუცული და შარვლებს ერთი თაროდან მეორეზე ვანაცვლებ არჩევის მიზნით.  პარკს უჯრაში ვაბრუნებ, შავ შარვალს ვიღებ და ვიცვამ, ერთხელ ისევ შევავლე ჩემს ნაოჭს სარკეში მზერა, ღიმილით ჩავუკარი თვალი და კარს მიღმა გავუჩინარდი.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სიჩუმის ზღვარი

სასიმინდე

კატა :) :) :)